x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ხვალ დიდი დღეა! დიდი ალბათობით ძაააან გაიხარებენ თბილისელი რუსები"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ტენორის, ალესანდრო საფინას დაგეგმილ კონცერტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ხვალ დიდი დღეა. იტალიელი ტენორის, ალესანდრო საფინას კონცერტია ფილარმონიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალთვიანი სარეკლამო ეპოპეა დასრულებულია და ყველგან და ყოველ წუთს ამ კონცერტის რეკლამას არ ამომიგდებს. ისე, მართლა საინტერესოა რა დაჯდა ეს მრავალთვიანი ტვინის მბურღავი კამპანია, რომელმაც კონცერტის ბილეთის ყიდვა და ამ კაცის მოსმენა მაინც ვერ მაიძულა. თუმცა, იუთუბზე მისი ვიდეოების თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ რუსები აფრენენ ამაზე და დიდი ალბათობით ძაააან გაიხარებენ ხვალ თბილისელი რუსები."- ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.








0
385
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
385