მსოფლიო "წესიერება სულ დაივიწყეს!": 9 საუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებმა არაერთხელ უარყვეს 2023, 2 დეკემბერი, 11:19 სამეფო ოჯახის წევრობა საკმაოდ მძიმე ტვირთია. თავადაც მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის დადგენილი პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს განაწესი კარნახობთ, თუ როგორ იკვებონ, როგორ ჩაიცვან ან საზოგადოების წინაშე როგორ მოიქცნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მრავალი ეს წესი მოძველდა, რის გამოც დღეს უკვე სამეფო ოჯახის წევრები ყველანაირად ცდილობენ მათ თავი შეძლებისდაგვარად აარიდონ. როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახის წარმომადგენელ ქალბატონებს ბიკინის საჯაროდ ტარება ეკძალებათ, თუმცა პირველად ეს წესი პრინცესა დაიანამ დაარღვია, შემდეგ კი, პაპარაცებმა პრინც უილიამის ჯერ კიდევ საცოლის, ქეითის საცურაო კოსტიუმში დაფიქსირება მოახერხეს.რაც შეხება სამეფო ოჯახის წევრ მამაკაცებს, ისინი როგორც წესი, ბეჭდებს არ ატარებენ, ქალებს კი, საქორწინო სამკაულის თავად არჩევა ეკრძალებათ, თუმცა ბეჭედი, რომელიც თავს კემბრიჯის ჰერცოგინიას თითზე იწონებდა დაიანამ თავად შეარჩია. პრინცი ჰარი სამეფო ოჯახში პირველი მამაკაცი გახლავთ, რომელმაც საქორწინო ბეჭდის ტარება დაიწყო, მანამდე ეს არც მის ბაბუას, არც მამას და არც მის ძმას არ გაუკეთებია.საშობაო წვეულებაზე სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალს გამოჩენა ეკრძალება. დედოფალი გამონაკლისს მხოლოდ შეფ - მზარეულებისთვის უშვებდა.საკუთარ ქორწილში საჯაროდ, სიტყვის წარმოთქმა აკრძალულია, ყველაფერი ტრადიციულ ტექსტს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა პრინცესა დაიანამ, ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლმა ქორწილზე ის სიტყვა წარმოსთქვეს, რაც საჭიროდ თავად ჩათვალეს.საზოგადოების წინაშე გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა არ შეიძლება, ამ დროს მუხლები აუცილებლად დაფარული უნდა იყოს, ამ წესს აწ გარდაცვლილი ელისაბედ დედოფალი ყოვეთვის იცავდა, ისევე როგორც თავად ქეითი, ხოლო აი, მეგან მარკლი კი ამ პროტოკოლს ყოველთვის არღვევდა.სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ქალბატონებმა სხეულზე მომდგარი კაბები და ქვედაბოლოები უნდა ატარონ, თუმცა ქეით მიდლტონმა გადაწყვიტა ამ აკრძალვისთვის თავი აერიდებინა, რაც კემბრიჯის ჰერცოგინიას საკმაოდ ძვირი დაუჯდა.სამეფო ოჯახის წევრებს პოლიტიკაში ჩარევა ეკრძალებათ, თუმცა ერთხელ პრინც ჩარლზს ამის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.ქალებს კოლგოტის ტარება ყოველთვის მოეთხოვებათ. ისინი საზოგადოების წინაშე შიშველი ფეხებით არ უნდა გამოჩნდნენ, თუმცა მეგან მარკლი ამ წესს ყოველთვის საკმაოდ ძველმოდურად და არასაჭიროდ თვლიდა.სამეფო ოჯახის წევრები განქორწინებულებზე არ უნდა დაქორწინდნენ, თუმცა პრინც ჩარლზმა და მისმა ვაჟმა ჰარიმ ამ წესის წინააღმდეგ წასვლა მაინც შეძლეს.380 1-ს მოსწონს |