სხვა მსოფლიოს სამი საუკეთესო სასტუმრო 2012, 10 ოქტომბერი, 10:47 არსებობს მრავალი სასტუმრო, რომლბიც მომხმარებლის მიზიდვის გამო სხვადასხვა სახის რეკლამებს გვთავაზობენ, მაგრამ ამ უმრავლესობიდან გამორჩეულია მხოლოდ სამი:
Claridge's-ლონდონი 5ვარსკვლავიანი ისტორიული ხელოვნების Deco სასტუმრო Mayfair-ის გულში მდებარეობს, ამ სასტუმროს მეორენაირად “ფუფუნების"სასტუმროსაც კი ეძახიან, სადაც განთავსებულია პატარა ქალაქი, სავაჭრო რაიონები და ფოთლოვანი ჰაიდერ პარკი.
ეს სასტუმრო ლონდონის გასაღებ ნაწილად იქცა ქალაქის ისტორიაში, ამ სასტუმროს ევროპელი ტურისტი თუ სხვა დიპლომატიური წრის წარმომადგენლები უკვე 100წელია რაც სტუმრობენ.
ის მოიცავს 292 ოთახს, ერთი ღამე 315-დან 2 500-მდე გირვანქას შეადგენს და მხოლოდ 35წუთი გჭირდება Heathrow-ს აეროპორტამდე.
The Mandarin Oriental-ჰონ კონგის 5ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და Claridge's მსგავსად ყველაფერი მოიპოვება იქ რისი სურვილიც გაქვს.ეს სასტუმრო მხოლოდ 36წელს ითვლის, 542 ოთახით სადაც ერთი ღამე 300-დან 2 000 გირვანქას შეადგენს(თანხა გირვანქაშია ნაანგარიშევი)და მხოლოდ 30 წუთი გჭირდება Chek Lap Kok-ის აეროპორტამდე The Plaza-ნიუ-ორკის 5ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც 1907 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა და იქცა ყველაზე მოდურ საცხოვრებელ შენობად მთელს ნიუ-იორკში.ის დღესდღეისობით 94 წელს ითვლის და ამის მიუხედავად ის შესანიშნავი მსოფლიოს სამ საუკეთესო სასტუმროთა სიაში შედის, თავისი 812 ოთახით, რომლის ღამის საფასური შეადგენს 200-დან 500 გირვანქას(თანხა გირვანქაშია ნაანგარიშევი) და Kennedy-ს აეროპორტამდე მხოლოდ 45 წუთი გჭირდებათ. უკვე დაგეგმეთ თქვენი შვებულება და გადაწყვიტეთ რომელი სასტუმროს სტუმარი გახდეთ? მგონი ამაში პატარა წვლილიც შევიტანე. 118 4-ს მოსწონს
|