ტენდენციები საცურაო კოსტუმები მუსულმანი ქალებისთვის. 2012, 10 ოქტომბერი, 10:27 თათარსტანის მაღაზიებში გაყიდვაში გამოჩნდა სპეციალური საცურაო კოსტუმები მუსულმანი ქალებისათვის, რომელიც შეესაბამება შარიათის კანონებს. ქალებს პლიაჟზე მხოლოდ სახე, ხელის მტევნები და ტერფები უჩანთ.საცურაო კოსტუმი შედგება შარვლისგან, გრძელ სახელოებიანი კოფთისგან და სპეციალური თავსაბურავისგან, რომელიც ფარავს ქალის თმებს და კისერს.ეს ყველაფერი ყაზანის ერთ-ერთ ატელიეში იკერება და წარმოუდგენელი სისწრაფით იყიდება.როგორც მუსულმანთა კავშირის თავმჯდომარემ ნაილი ზიგანშინამ "Интерфакс"-ს განუცხადა, მატერია სპეციალური წყალგაუმტარი ქსოვილისგან მზადდება, სითბოს ინარჩუნებს და მალე შრება. 224 5-ს მოსწონს
|