ვარსკვლავები ვარსკვლავების ყველაზე უგემოვნო საცურაო კოსტიუმები, რომლებმაც მათი ყველა ნაკლი გამოაჩინეს 2023, 30 ნოემბერი, 16:47 ნებისმიერი ქალბატონისთვის საცურაო კოსტიუმის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია. გოგონების უმრავლესობა უპირატესობას ძირითადად, ისეთ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებს, რომელიც მათი სხეულის ღირსებებს კიდევ უფრო თვალშისაცემსა და მიმზიდველს გახდის, თუმცა როგორც ჩანს, ცნობილი ქალბატონები ზაფხულის ამ უმნიშვნელოვანეს დეტალს დიდ ყურადღებასაც არ აქცევენ და მზის აბაზანების მისაღებად საკმაოდ უგემოვნო კომპლექტებს ირჩევენ. მოდით, ცნობილი ქალბატონების მაგალითზე ვნახოთ თუ როგორი კოსტიუმის შეძენა ერთმნიშვნელოვნად არ ღირს.ბელა ჰადიდინუთუ ეს თეთრეულის მსგავსი კომპლექტი მართლა საცურაო კოსტიუმია? თუ უბრალოდ ჩვენ ვერ ვერკვევით მოდაში?ლინდსი ლოჰანიარ გგონიათ, რომ ცნობილი მსახიობის "ღირსებებს" ამ საცურაო კოსტუმიდან ამოხტომა მთელი მონდომებით სურთ? ალბათ, ლინდსის უფრო მეტი დაკვირვება მართებს საცურაო კოსტიუმის არჩევისას.სელენა გომესიჩვენს დღევანდელ სტატიაში მოხვედრა ამ პოპულარულმა მომღერალმაც კი მოახერხა. საინტერესოა მისი შესაძლებლობების მქონე ვარსკვლავმა აი, ეს უსახური საცურაო კოსტიუმი რატომ შეარჩია?პერის ჰილტონიამ ცნობილმა ქალბატონმა საზოგადოება თავისი უჩვეულო ჩაცმულობით არაერთხელ გააოცა. პერის ჰილტონს პლაჟზეც კი შეუძლია სასაცილოდ და აბსურდულად გამოიყურებოდეს. განსაკუთრებით კი ეს მის პირველ საცურაო კოსტიუმს ეხება.გვინეთ პელტროუთუ პატარა მკერდი გაქვთ ასეთი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა ნამდვილად არ ღირს. როგორც ჩანს, გვინეტ პელტროუმ ამის შესახებ არ იცოდა.კეშაეს ვარსკვლავის ალბათ, ყველაზე საშინელი საცურაო კოსტიუმია! კეშამ დიდი სისულელე ჩაიდინა, როცა ის შეიძინა. იმედი ვიქონიოთ რომ მომღერალი ასეთ შეცდომას მეორედ აღარ დაუშვებს.225 შეფასება არ არის |