სხვა ჩემპიონმა საკუთარ ქორწილში პატარძალი და სტუმრები დახოცა 2023, 30 ნოემბერი, 15:15 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შაბათს, 25 ნოემბერს 29 წლის ჩატურონგ სუკსუკი, ყოფილი ჯარისკაცი და ჩემპიონი მოცურავე, დაქორწინდა 44 წლის კანჩანა პაჩუნტუეკზე. შუა ზეიმის დროს მამაკაცმა მოულოდნელად მიატოვა ქორწილი, უკან დაბრუნდა იარაღით ხელში და ატეხა სროლა, ახლადგამომცხვარი ცოლის, მისი 38 წლის დის და 62 წლის დედის მიმართულებით. ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. რამდენიმე ტყვია მოხვდა სტუმრებს, ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბოლოს მან თავიც მოიკლა. ![]() მაგრამ პოლიციამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა და დასძინა, რომ მათ შეაგროვეს მტკიცებულებები და სულ მალე საქმეც დაიხურება. ტაილანდური მედიის ცნობით, ჩატურონგმა და კანჩანა ქორწინებამდე სამი წელი ერთად იცხოვრეს. ![]() ჩატურონგმა მარჯვენა ფეხი დაკარგა მსუბუქ ქვეით ქვედანაყოფში მსახურობისას ტაილანდის საზღვარზე პატრულიების დროს. 72 3-ს მოსწონს
|