x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
მხეცი ადამიანის ტყავში: ,,ვამპირის ხელებიანი" იაპონელი მანიაკის შემზარავი ისტორია

ზოგჯერ საზოგადოებაში ნამდვილი დემონები პიროვნების სახით ჩნდებიან. ცუტომუ მიაძაკი არის იაპონელი სერიული მკვლელი, რომელიც შეპყრობილი იყო ანიმეებით. მამაკაცმა დეფორმირებული ხელებით მოკლა და დაანაწევრა ოთხი პატარა გოგონა. ავადმყოფი ფსიქიკის მქონე მანიაკი იზიდავდა პატარა მსხვერპლს, ახრჩობდა და შემდეგ ამახინჯებდა. ჩადენილი სისასტიკისთვის მას მიესაჯა სამართლიანი სასჯელი - სიკვდილით დასჯა.image
1988 წელს გაუჩინარებული ოთხი წლის მარი კონოს მშობლებმა ქალიშვილის ცოცხალი ნახვის იმედი არ დაკარგეს, სანამ არ მიიღეს საშინელი გზავნილი. გახსნისას აღმოაჩინეს ფერფლის კონტეინერი, რამდენიმე კბილი და გოგონას ტანსაცმლის ფოტო. ასევე იყო ჩანაწერი: „მარი. კრემირებული. ძვლები. გამოიძიეთ. დაამტკიცეთ." წყვილი მიხვდა, რომ მათი შვილი გარდაცვლილი იყო.

26 წლის ცუტომუ მიაძაკი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დააკავეს. მხოლოდ მაშინ გაიგეს მწუხარე მშობლებმა, რა ბედი ეწია მათ ქალიშვილს. გარყვნილმა ბავშვი დაახრჩო, გააშიშვლა, გააუპატიურა, და მისი ცხედარი მთებში გადამალა. მოგვიანებით მან ცხედარი დაანაწევრა, ხელები და ფეხები საძინებლის კარადაში დამალა და სხეულის დანარჩენი ნაწილი დაწვა.image
მანიაკს დეფორმირებული ხელები ჰქონდა, გრძელი ფრჩხილები გაიზარდა და ამან ვამპირის მსგავსება მისცა. სკოლაში მიაძაკი ხშირად ხდებოდა დაცინვის ობიექტი. ბიჭი დიდ დროს ატარებდა ბაბუასთან და გონებრივად ჩამორჩენილ მამაკაცთან, რომელსაც ბაბუა თანხას უხდიდა, რომ ბებიას როლი შეესრულებინა. როგორც მოზარდი, ბიჭი კიდევ უფრო არასოციალური გახდა. ის უყურებდა ანიმეებს, საშინელებათა ფილმებს და ბავშვთა პორნოს. კოლეჯში სწავლის დროს, მანიაკი თვალყურს ადევნებდა გოგოებს და ცდილობდა ფრთხილად გადაეღო მათთვის სურათები.

ბაბუის გარდაცვალების შემდეგ მიაძაკიმ შეჭამა ბაბუის ფერფლი, რათა „მისი ნაწილი შეენარჩუნებინა საკუთარ თავში“. ეს იყო მისი დაცემის დასაწყისი მანკიერების უფსკრულში. რამდენიმე კვირის შემდეგ ბიჭის დამ შენიშნა, როგორ უყურებდა ის შხაპის მიღების დროს. მიაძაკიმ და სცემა, შემდეგ კი დედას თავს დაესხა, რომელმაც პორნოს ყურების გამო უსაყვედურა.image
1988 წელს სერიულმა მკვლელმა ორი გოგონა მოკლა: შვიდი წლის მასამი იოშიზავა ოქტომბერში და ოთხი წლის ერიკა ნამბა ნოემბერში. მან ბავშვები მანქანაში ჩასვა, წაიყვანა ტოკიოს გარეუბანში, მოკლა და შემდეგ გააუპატიურა.

იაპონიის პოლიცია მიხვდა, რომ საქმე ჰქონდათ სერიულ მანიაკთან. პრესამ მას "პატარა გოგონების მკვლელი" უწოდა. მონსტრის ახალგაზრდა მსხვერპლთა მშობლები იღებდნენ ანონიმურ სატელეფონო ზარებს და დაშიფრულ შეტყობინებებს. ჩანაწერები შედგებოდა ჟურნალებიდან ამოჭრილი სიტყვებისგან. ნამბას მშობლებმა მიიღეს ასეთი შეტყობინება: „ერიკა. გაციება. ხველა. ყელი. სიმშვიდე. სიკვდილი“.

მიაძაკიმ შემდეგი მკვლელობა ჩაიდინა 1989 წლის 6 ივნისს. მან გაიტაცა ხუთი წლის აიაკო ნომოტო და დაახრჩო, როდესაც გოგონამ ჰკითხა, რატომ იყო მისი ხელები ასეთი უცნაური. გარყვნილმა ცხედარი სახლში მიიტანა, დაანაწევრა, პროცესი კი ვიდეოზე გადაიღო. მან დალია მსხვერპლის სისხლი და მოკვეთილი ხელები სამახსოვროდ სახით შეინახა. თავდაპირველად მკვლელმა გოგონას ნეშტი სასაფლაოზე წაიღო ხოლო თავი მთაში გადამალა, შემდეგ კი გადაიფიქრა, სახლში წაიღო და ტუალეტში გადამალა.

1989 წლის 23 ივლისს მანიაკი დააკავეს. პოლიციამ გაჩხრიკა მისი ბუნაგი და იპოვა 5763 ჰენტაის (ეროტიული ჟანრის ანიმე) ვიდეო ჩანაწერი, საშინელებათა ფილმები, პორნო და მისი მსხვერპლის ჩანაწერები. მიაძაკი ცნობილი გახდა როგორც „ოტაკუ - მკვლელი“ ანიმეებით გატაცების გამო (იაპონ. otaku).image
მის საქმეზე სასამართლო პროცესი 1990 წელს დაიწყო და შვიდი წელი გაგრძელდა. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა საეჭვო იყო. თავად მკვლელი სასამართლო სხდომებზე ჩუმად იჯდა და გამუდმებით ხატავდა შემზარავ პერსონაჟს, რომელსაც "ვირთხა კაცს" უწოდებდა. მისი თქმით, ეს იყო მისი პიროვნების ბნელი ნაწილი, რამაც უბიძგა მას დანაშაულის ჩადენისკენ. საბოლოოდ, ცუტომუ მიაძაკი დამნაშავედ ცნეს და ჩამოახრჩვეს 2008 წლის 17 ივნისს.

0
271
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0