x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ყველაზე საშინელება, რასაც საკუთარ ფრჩხილებს უკეთებთ
თითქმის ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს სახლში ფრჩხილების მოვლისას. შედეგად, ვიღებთ სუსტ და მტვრევად ფრჩხილებს, რომელთა მანიკური შემდეგში, საერთოდ არ გამოიყურება პრეზენტაბელურად. შევკრიბე ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელიც აზიანებს თქვენს ფრჩხილებს და ალბათ აჯობებს, რომ შეწყვიტოთ ამის გაკეთება.



image



ყველაზე საშინელება, რასაც საკუთარ ფრჩხილებს უკეთებთ




1. როდესაც იყენებთ მეტალის ქლიბს.image
დიახ, ისინი გამძლეა და გაცილებით მეტხანს ძლებენ, ვიდრე რბილი ქლიბები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დანაზოგით აღფრთოვანება ღირდეს. მეტალის ქლიბის გამოყენების შემდეგ ვიღებთ გაყოფილ ფრჩხილებს.





2. როდესაც ჭურჭელს ხელთათმანების გარეშე რეცხავთ.image


არაფერია უარესი თქვენი ფრჩხილებისთვის და კანისთვის, ვიდრე სარეცხი საშუალებების ზემოქმედება. ჭურჭლის სარეცხი სითხის (ჟელეს) ქიმიური შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია ტაფაში გაჟღენთილი ცხიმის დაშლა, იგივეს აკეთებს თქვენს ფრჩხილებზე - ანადგურებს მათ. სიმშრალე, მტვრევადობა და აქერცვლა აგრესიული სარეცხი საშუალებების ზემოქმედების შედეგია. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი ფრჩხილები იყოს ჯანმრთელი და ხელებზე კანი გლუვი, ყოველთვის გარეცხეთ ჭურჭელი რეზინის ხელთათმანებით.





3. როდესაც ფრჩხილებს მაკრატლით იჭრით. image

თუ ფრჩხილები გეფცქვნებათ, ეს სწორედ მაკრატლის გამოყენების შედეგია. იდელუარდ და სწორად ფრჩხილს მაკრატლით ერ მოიჭრით. უფრო ხელსაყრელი გზაა ფრჩხილის მოსაჭრელად საკვნეტელას გამოყენებაა.






4. როდესაც ფრჩხილებს იკვნეტთ. image

თუ ფრჩხილებს იკვნეტთ, სასწაფოდ შეწყვიტეთ. საგულდაგულოდ დაიჭერით ფრჩხილები და მოახდინეთ მოკვნეტილი კუტიკულის ადგილების დეზინფექცია, რათა შემდგომში სერიოზული პრობლემები აიცილოთ თავიდან. (ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება და დაჩირქებაც კი).





5. როდესაც ფრჩხილებს არასწორად იქლიბავთ. image

იცოდით ფრჩხილის გაქლიბვის სწორი მიმართულება რომელია? მხოლოდ ერთი მიმართულებით, ხოლო კუთხეების გასასწორებლად ზევიდან ქვევით.





6. როდესაც გელ-ლაქს ლითონის ჩხირით იცლით. image

თუ გელი-ლაქს თავად მოაშორებთ ფრჩხილიდან, მაშინ ფრჩხილის ფირფიტას დააზიანებთ.



0
149
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0