x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყავა, როგორც წამალი - ყავის მირთმევის 5 პლუსი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყავის რეპუტაცია ძალიან დაზარალდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 1991 წელს ჯანმო-მ პოტენციურ კანცეროგენად დაასახელა ის და მხოლოდ 2016 წელს აღიარა, რომ არანაირი კავშირი არ იქნა ნაპოვნი ყავისგან კიბოს გამომწვევ ფაქტორებში. ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის შტატის სასამართლომ დაავალა მწარმოებლებს გაფრთხილება კიბოს განვითარების რისკის შესახებ: ყავა მოხალვისას გამოყოფს აკრილამიდს, რომელიც ამ შტატში კანცეროგენად ითვლება, თუმცა ეს არც კი დადასტურდა. თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყავის გონივრული მოხმარება ჯანმრთელობისთვის ბევრ სარგებელს მოიტანს!



image


ყავა, როგორც წამალი - ყავის მირთმევის 5 პლუსი




1. ყავა ამცირებს ზოგიერთი კიბოს სახეობის რისკს.


იგი შეიცავს ათასზე მეტ კომპონენტს, რომელთაგან ბევრს აქვს ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ყავა ასოცირდება მელანომისა და ლეიკემიის, ასევე პროსტატისა და საშვილოსნოს კიბოს რისკის შემცირებასთან. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ყავის მსმელს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი 26%-ით ნაკლები აქვს.





2. ყავას შეუძლია მეორე ტიპის დიაბეტისგან დაცვა.image


მეორე ტიპის დიაბეტისგან იცავს როგორც მისი ჩვეულებრივი ფორმა, ასევე უკოფეინო სასმელი. და რაც უფრო მეტ ყავას დალევთ, მით ნაკლებია დიაბეტის განვითარების რისკი. მაგრამ! ძილის პრობლემები და შაკიკი შეიძლება გაჩნდეს, თუ დღეში 4 ჭიქაზე მეტს დალევთ. ყავის სასარგებლო ეფექტი განპირობებულია მასში ქრომის არსებობით, რომელიც ხელს უწყობს ინსულინის შეწოვას სისხლში.




3. ყავა ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების რისკს.


კოფეინი ეხმარება ტვინს უკეთ იმუშაოს. ჯერჯერობით, მხოლოდ 2-4 წლის კვლევაა მოცემული, სადაც თვალსაჩინოა კავშირი სისხლში კოფეინის დონესა და დემენციის განვითარებას შორის.




4. ყავა იცავს გულს.image


მრავალი წლის განმავლობაში გულის რითმის პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევდნენ არ დაელიათყავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სასმელი ამცირებს წინაგულების ფიბრილაციის სიხშირეს 13%-ით. გარდა ამისა, ყავის მოყვარულებს 19%-ით ნაკლები აქვთ გულის შეტევა და 30%-ით ნაკლები აქვთ ინფარქტი, ვიდრე ყავის არ მსმელებსა და არ მოყვარულებს.




5. ყავას შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება.


გამოდის, რომ ისინი, ვინც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამენ, ზოგადად აყოვნებენ სიკვდილს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის გულის უკმარისობისა და კიბოს. ამ თემაზე კვლევა 2016 წელს გამოქვეყნდა European Journal of Epidemiology-ში და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გაახაროს ამ სასმელმა მისი მოყვარულები!



0
65
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0