მუსიკა ბრაზილიელი მომღერალი კონცერტის დროს საკუთარი საცვლიდან ალევინებს ალკოჰოლს ფანატებს(ვიდეო) 2023, 29 ნოემბერი, 18:16
ბრაზილიაში ცნობილმა მომღერალმა ლინდა მელმა კონცერტის დროს ტრუსი ჩამოიწია და თაყვანისმცემლებს კაშასა მისი საცვლის გავლით დაალევინა. ამის შესახებ Daily Star წერს.
მელი, რომელიც ჯგუფ Top do Brasil-თან ერთად გამოდის, საკუთარ თავს ქანთრი მომღერალს უწოდებს, პირველი ჩანაწერი 2019 წელს გამოუშვა. თუმცა, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გამოჩნდა ვიდეოები, რომლებშიც მელი კონცერტების დროს სექსუალური ხასიათის ქმედებებს სჩადის. კერძოდ, შემსრულებელი თაყვანისმცემლებს მის საცვლებში ჩაღვრილ ალკოჰოლი ალევინებს. ამავდროულად, იგი მაყურებელს საშუალებას აძლევს, მისი ტრუსი ჩასწიოს და სცენაზე მის ფეხებს შორის გაწვეს. შოუს ამ ელემენტის გამო ქალბატონს მეტსახელად „კაშასა ტრუსებში“ შეარქვეს.(შენიშვნა: -"კაშასა"- მაგარი ალკოჰოლური სასმელი, პოპულარული ბრაზილიაში, მიიღება შაქრის ლერწმისგან) ბევრმა ინტერნეტმომხარებელმა აღნიშნა, რომ მელი აშკარად ცდილობს მოიპოვოს ცნობადობა, ისევე როგორც მისი თანამემამულე MC Pipokinha-მ რომელიც ასევე ცნობილია კონცერტების დროს თავისი სექს-გამოხტომებით. კერძოდ, ერთ დღესაც სცენაზე ერთ-ერთ ფანთან ორალური სექსი ჰქონდა.(ფოტოზე) ინციდენტის შემდეგ სან პაულოს პროკურატურამ MC Pipokinha-ს მიმართ გამოძიება ჩაატარა. კანონის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მის კონცერტებზე ესწრებოდნენ თუ არა ბავშვები და მოზარდები. ჯერჯერობით უცნობია დაინტერესებულია თუ არა ხელისუფლება ლინდა მელის საქციელით. მანამდე კი ნახეთ ვიდეო: 301 2-ს მოსწონს
|