x
image
თამილა გურაშვილი
რას წერს ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამის მონაწილე ლევან ტიელიძე

image გრძელი ამბავი მოკლედ: თითქმის ხუთწლიანი ლოდინის და ბევრი თავგადასავლების შემდეგ მონაწილეობას ვიღებ 2023-2024 წლების ავსტრალიის ანტარქტიკულ პროგრამაში. უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე ამჟამად ავსტრალიის მფლობელობაშია სამი მუდმივმოქმედი სადგური - ქეისი, დევისი და მოუსონი (ასევე რამდენიმე სეზონური სადგურიც).


ჩვენი ჯგუფი უახლოეს დღეებში ჰობარტიდან მიემგზავრება ქეისიში საიდანაც მოგვიანებით გადავფრინდებით ბანგერ ჰილსის სეზონურ სადგურში. ჩვენი ექსპედიცია გაგრძელდება დაახლოებით ორთვე-ნახევარი რომლის დროსაც მოხდება აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთერთი უდიდესი დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა.


ვეცდები რომ ცოტა მეტი ინფორმაცია ჩვენი ექსპედიციის შესახებ წასვლამდე კიდევ დავწერო. მანამდე კი რამდენადაც დოკუმენტურად მოვიძიე, სხვადასხვა წლებში ანტარქტიდაზე სულ რამდენიმე ქართველი მეცნიერია ნამყოფი:


1957 წ - პავლე მაისურაძე (მუშაობდა რუსეთში). სადგური ვოსტოკი. სავარაუდოდ პირველი ქართველი.



1957 წ - გარსევან კურდღელაიძე (მუშაობდა საქართველოში). სადგური პიონერსკაია.


1969 წ - თემურ გრიგორაშვილი (მუშაობდა რუსეთში). სადგური ვოსტოკი.


1974 წ - ლაშარ ფულარიანი (მუშაობდა საქართველოში). სადგური ნოვოლაზარევსკაია.


1983 წ - ვლადიმერ პაპიტაშვილი (მუშაობდა რუსეთში). სადგურები: მოლოდეჟნაია, მირნი და ვოსტოკი. ასევე 1990-ანი წლებიდან კიდევ რამდენიმე ამერიკულ ექსპედიციაში ძირითადად სადგურ ამუნდსენ-სკოტში.


თუ ვინმე დამატებით ინფორმაციას ფლობთ გთხოვთ დაწეროთ.


ცოტა მეტი იმ პროგრამაზე რაშიც მონაწილეობას ვიღებ:


ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა არის მსოფლიოს ერთერთი უდიდესი ორგანიზაცია რომელიც ფარავს არა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს არამედ სამხრეთის ოკეანესაც და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს თანამედროვე და წარსული გარემოს, ბიომრავალფეროვნების, და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგებაში.



ავსტრალიელმა მეცნიერებმა ანტარქტიკის კვლევა 1940იანი წლებიდან დაიწყეს, ხოლო უკვე 1954 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ანტარქტიდის კვლევითმა ექსპედიციამ უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე დააარსა მოუსონის ბაზა. მას შემდეგ ავსტრალია ინარჩუნებს უწყვეტ სამეცნიერო კვლევებს ანტარქტიდაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით ანტარქტიდის კონტინენტის 42% ავსტრალიის მფლობელობაშია.


უშუალოდ ჩვენი ექსპედიციის შესახებ უფრო ვრცლად კიდევ მოგვიანებით დავწერ." წერს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიაში და ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერი ლევან ტიელიძე.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0