სხვა 17 ხრიკი, რომლებიც ყველა მძღოლს გამოადგება 2023, 29 ნოემბერი, 15:26 ყველა მძღოლის ცხოვრებაში უსიამოვნო სიტუაციები ხდება. ხან კარი არ იღება, რადგან გარეთ -20 გრადუსია, ხან არსაიდან ჩაჭყლეტილი ადგილი ჩნდება, რომელის თითქოს ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ მისი მოშორება გინდა.
რამდენიმე ხრიკი შევაგროვეთ. ამ მარტივი და ეშმაკური რჩევებით ავტომობილის მფლობელობა კომფორტის ახალ დონეზე გადავა და ცხოვრება გამარტივდება. 1. მანქანის საკეტის გალღობაში ხელის სადეზინფექციო საშუალება დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ხელის სადეზინფექციო საშუალება შეიცავს სპირტს, რომელიც საკეტზე არსებულ ყინულს სწრაფად გაალღობს და კარის გაღებას ხელს შეუწყობს. ამისთვის საშუალება გასაღებს წაუსვით. ამავე ლოგიკით სხვა ძლიერი ალკოჰოლიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2. კბილის პასტა ფარებს აპრიალებს ცოტა კბილის პასტა ქსოვილზე წაუსვით და ფარები გააპრიალეთ. რამდენიმე წუთში ახალივით იქნება.3. ვანტუზი ჩაჭყლეტილ ადგილს ამოავსებს თუ პნევმატიკური ვანტუზი გაქვთ, მით უკეთესი.4. საქარე მინაზე ბზარს ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი „შეაკავებს“. საქარე მინა დაზიანდა, მაგრამ მისი შეკეთების დრო ან ფული არ გაქვთ? უბრალოდ ბზარს ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი წაუსვით. ასე მინას გააძლიერებთ და ბზარის გაფართოებას თავიდან აიცილებთ.5. ფეხსაცმლის ორგანაიზერი უკანა სავარძელზე გამოგადგებათ და სალონში წესრიგის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 6. სიგნალიზაციის ბრელოკი და საკუთარი თავი თუ ავტომობილის კარის გაღება ან მისი ჩართვა გინდათ, მაგრამ ბრელოკის სიგნალი დიდი მანძილის გამო არ აღწევს, უბრალოდ ნიკაპთან მიიტანეთ და ღილაკს დააჭირეთ. თავში არსებული სითხე გამტარის როლს შეასრულებს და ბრელოკის მოქმედების რადიუსს გაზრდის.7. მრავალჯერად ჭიქებში სალფეთქი შეგიძლიათ შეინახოთ რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ თითოეულ ავტომობილს აქვს ჭიქის დამჭერი, სამაგიეროდ არ აქვს სველი სალფეთქის შეფუთვის დამჭერი.8. ზეთი შემამჭიდროებელ რეზინებზე ყინვაში კარები იყინება შუასადებებს შორის ტენის მოხვედრის გამო. უბრალოდ შემამჭიდროებელი ზეთში დასველებული ქსოვილით გაწმინდეთ, შემდეგ ქაღალდით გაამშრალეთ. ზეთი წყალს მოიგერიებს და კარები აღარ გაიყინება.9. მანქანის განიავება კონდიციონერის გარეშეც შეიძლება უბრალოდ წინა ფანჯარა გახსენით და 5-6-ჯერ უკანა კარი გააღეთ–დახურეთ. კარის გაღებისას ავტომობილიდან ცხელი ჰაერი გამოვა, ხოლო ღია ფანჯრიდან სუფთა ჰაერი შევა. ყველაფერი გენიალური მარტივია!10. ბრელოკზე რგოლის მოსახსნელად ანტისტეპლერი გამოიყენეთ ამ საკანცელარიო ნივთის გამოყენებით გასაღებების რგოლს მარტივად გახსნით. მოტეხილი ან დაზიანებული ფრჩხილები აღარ იქნება!11. სტიკერების კვალს ვაშორებთ საქარე მინაზე სტიკერების კვალი რომ არ დარჩეს, თბილი სველი პირსახოცი ან გაზეთი 10 წუთი დააფინეთ. უპრობლემოდ მოშორდება.12. იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ, სად გააჩერეთ მანქანა, პარკინგის ადგილს ფოტო გადაუღეთ 13. ჩოგბურთის ბურთი ავტოფარეხში მარტივი პარკირებისთვის ავტოფარეხში ჭერზე ჩამოკიდეთ ბურთი ისე, რომ საქარე მინას (ან უკანა მხარეს – გააჩნია, რომელი მხრიდან შედიხართ) შეეხოს. ეს შეხება ნიშანი იქნება, რომ აქ უნდა გაჩერდეთ.14. პატარა კონტეინერი ნაგვისთვის ნაგვის ურნა მანქანაში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მენდეთ, მალე ვეღარ წარმოიდგინეთ, როგორ დადიოდით მის გარეშე.15. საკანცელარიო რეზინას დამჭერის როლის შესრულება შეუძლია 16. საკანცელარიო რეზინა და საოფისე კლიპი დაგეხმარებათ ტელეფონი მანქანის პანელზე დაამაგროთ, თუ მას ნავიგატორად იყენებთ 17. ეს ასე კეთდება ასევე დაგაინტერესებთ: 1. ამის გამოგონება მხოლოდ იაპონიაში შეეძლოთ – მობილური მინი ბაღები 2. წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მანქანაში: რატომ შეიძლება იყოს სასიკვდილოდ სახიფათო 3. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ 4. ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები ისტორიაში 5. ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის 6. თეთრი ფერი შუქნიშანზე უპილოტო მანქანებისთვის: რაზე გვაფრთხილებს 7. ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად 8. ქალი "მაზდის" გასაწმენდად მივიდა: თანამშრომლებს ამისთვის 7 საათი დასჭირდათ 9. უჩვეულო ჰობი: მხატვარი ავტომობილში სატრანსპორტო საშუალების გარდა ყველაფერს ხედავს 10. რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს? უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 546 2-ს მოსწონს |