x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
6 ნიშანი, რომ თქვენი ჰორმონები უკონტროლო გახდა
ჰორმონები ეწოდება მოლეკულებს, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა, განსხვავებით ნერვებისგან, რომლებიც ინფორმაციას სუსტი ელექტრული მუხტის გატარების საშუალებით გადასცემენ.



ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის, ამის შედეგი კი უკვე ამ უჯრედში სიგნალის გარდაქმნაზეა დამოკიდებული.




image



ჰორმონები ასრულებენ ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას – აკონტროლებენ თმის, ფრჩხილების ზრდას და შარდვას.



ჰორმონალური ცვლილებები ქალებში ხდება მოზარდობის პერიოდში, მენსტრუაციამდე და მენოპაუზის დროს, ხოლო მამაკაცებში პუბერტატის პერიოდში. მაგრამ გარდა ამისა, სისხლში ჰორმონების დონის ცვლილებაზე გავლენას ახდენს ზოგიერთი დაავადებაც - ფარისებრი ჯირკვალი, დიაბეტი და ასევე ორსულობა.



6 ნიშანი, რომ თქვენი ჰორმონები უკონტროლო გახდა



დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ 6 ნიშანზე, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან ვიზიტი გჭირდებათ:



1. თუ უფრო მეტად ან ნაკლებად დაიწყეთ საპირფარეშოში სიარული მეტაბოლური პრობლემების გამო.


2. თუ თვალები ამობურცული გეჩვენებათ. imageფარისებრი ჯირკვლის თვალის დაავადებას ასევე უწოდებენ ფარისებრ ოფთალმოპათიას, დისთირეოიდულ თვალის დაავადებას, ოფთალმოპათიას ან ოფთალმოლოგიურ გრეივსის დაავადებას.


3. თუ თმა წყვეტს ზრდას. თუ თმა უფრო თხელი და მოკლე ხდება როგორც სკალპზე, ასევე სხეულზე, ეს შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზი (ჰორმონის დაბალი დონე).


4. თუ მშრალი კანი გაქვთ. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცირების გამო მეტაბოლური პროცესი ნელდება და კანში ნაკლები ცხიმის გამომუშავება იწყება.


5. თქვენი ღრძილები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად იწყებს სისხლდენას, ეს შეიძლება იყოს ორსულობა, რადგან ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში პროგესტერონის დონე მატულობს, რაც იწვევს წყლის შეკავებას ღრძილებში, რომლებიც შეშუპებულია და უფრო მეტად მიდრეკილია სისხლდენისკენ. თუ მიზეზი ორსულობა არ არის, მიმართეთ სტომატოლოგს. image


6. კანის პიგმენტაცია. ამ ლაქების გამოჩენა ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ესტროგენის დონის მატებაა, რაც იწვევს კანზე მუქი ლაქების გაჩენას. სხვა შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.




0
117
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0