x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კოალიციური მთავრობის მოდელის რატომ გწამთ? - "ნაცებმა" რამდენიმე წელში დაშალეს, "ოცნებამაც" და რაღა ახლა გაამართლებს?
image

.

ხშირად ისმის, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს და იმ ამომრჩევლებს, რომელთაც ხელისუფლება არ მოსწონთ, დიდ იმედს უჩენთ კოალიციური ხელისუფლების მოდელი. არადა ასეთ საზოგადოებას ავიწყდება, რომ უახლოეს წარსულში ყოველთვის კოალიციური ხელისუფლება მოდიოდა და მალევე კრახს განიცდიდა. ხელთ გვრჩებოდა ერთპიროვნული მმართველი.

.

მიხეილ სააკაშვილიც 2003 წელს კოალიციით მოვიდა, მაგრამ წელიწადსა და 2 თვეში ჟვანია მოკლა, ბურჯანაძეც მალე ჩამოიცილა და აბსოლტური უპირატესობა დაიტოვა. გადაიქცა დიქტატორად და სრული მონოპოლია დაიტოვა.

.

იგივე მოხდა 2012 წელსაც. პირველ არჩევნებზე ქართული ოცნება კოალიციური მოდელით მოვიდა, თუმცა ნელნელა რესპუბიკელებიც ჩამოიშორეს, ალასანიას პარტიაც და ყველა სხვა დანარჩენიც. საააკაშვილის მსგავსად მეორე საარჩევნო ვადაში ქართული ოცნებაც ნაციონალური მოძრაობის კვალს გაჰყვა და დამოუკიდებლად ჩაიგდო სახელისუფლებო სადავეები. 2016 წლიდან ქართულ ოცნებას აღარაფერში დასჭირდა კოალიციური მმართველობა. ერთპიროვნულად მოვიდა ხელისუფლებაში.


.

თუკი წინ გვაქვს ნათელი მაგალითები, სადაც ჩანს, რომ არცერთ სხვა შემთხვევაში საქართველოში კოალიციურმა მთავრობამ არ გაამართლა და მათ შორის ყველაზე ძლიერი ყოველთვის ცდილობდა წვრილი პარტიების დაჩაგვრას, მათ ჩაჩოჩებას და სადავეების ხელში ჩაგდებას, მაშინ რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა იმედის თვალით ვუყუროთ ოპოზიციის გამარჯვებას იმ იმედად, რომ კოალიციური ხელისუფლება დაკომპლექტდება და ეს საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის დადებითი იქება???

.

ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ გვაქვს გარანტია, რომ ამჯერად გამარჯვებული ოპოზიცია მეორე წელს არ დაშლის წვრილ პარტიებს და ხელში ისევ ნაციონალური მოძრაობა არ შეგვრჩება კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნებული? არადა, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა და რეალობისგან არცთუ ისე შორს...

1
103
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
103
  
2023, 30 ნოემბერი, 10:35
ბატონო ილია, თქვენი აზრი არის დემაგოგია, რადგან ეს იყო პარტიის შიგნით „კოალიცია“ და არა არჩევნების შედეგების მიხედვით კოალიცია, „ნაცების“ სიაში კი არ სვამენ სხვა პარტიის წევრებს პარლამენტის სიაში, რომ მოხვდეს, არამედ ცალკეული პარტიები ხმების მიხედვით წარმოადგენენ თავის წილს მთავრობის ჩამოყალიბებაში და 2003 ში არჩევნებში მოიგო არა კოალიციამ არამედ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხოლო 2012 ქართულმა ოცნებამ ამ ორი პარტიის შიგნით იყო ჩაყრილი სხვა პატარა თუ საშუალო პარტიები და განსხვავება ცალსახაა, რასაც ევროპული გამოცდილება ადასტურებს
0 1 1