სხვა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელ გოგონებს შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ 2023, 28 ნოემბერი, 15:25 ეს ორი ქვეყანა კორეის ნახევარკუნძულს იყოფს, მათ საერთო საზღვარი და მსგავსი სახელწოდებები აქვთ, თუმცა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მსგავსება სწორედ აქ მთავრდება. პოლიტიკური კურსი, ცხოვრების დონე, ღირებულებები - ყველაფერი ეს ადამიანთა ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს და ამაში ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოებიდან თავადაც დარწუნდებით. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ამ ორ ქვეყანაში მცხოვრები ქალბატონების ყოველდღიურობა ფაქტებითა და კადრებით ილუსტრირებული.სამხრეთ კორეაგამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოველ მეხუთე სამხრეთ კორეელ ქალს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მეტიც, ქვეყანაში თანამედროვე მედიცინის ამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პროგრესირებადი მიმართულებით გატაცება ზებუნებრივად და სამარცხვინოდ სულაც არ ითვლება.მაგრამ ყველაზე გასაკვირი მაინც ის არის, რომ მშობლები საკუთარ შვილებს პლასტიკურ ოპერაციას საჩუქრის სახით როგორც წესი, სკოლის დამთავრებისთვის ჩუქნიან.სამხრეთ კორეაში უმრავლეს შემთხვევაში ყველა ქალს თითქმის იდენტური გარეგნობა სურს, პლასტიკური ქირურგებისადმი მათი მოთხოვნა საკმაოდ სტანდარულია - პატარა ცხვირი, V-ს ფორმის ნიკაპი და დიდი თვალები. პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი უახლესი ტენდენცია კი - სახეზე ღიმილის შექმნაა, რომლის მისაღწევადაც ტუჩების კუთხეების ხელოვნურად ზემოთ აწევა ხდება, რაც ნაზი ღიმილის ილუზიას ქმნის.გამოკითხვის მიხედვით, კორეელი ქალების 25%-ს სექს - ინდუსტრიაში, პროსტიტუციასა და ესკორტის მომსახურებაში საკმაო გამოცდილება აქვს.მწეველი სამხრეთ კორეელი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სამხრეთ კორეაში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დაწესებული, საშუალოდ 100 $-ი, თუმცა როგორც კი ღამის წვეულებების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ ადგილობრივი მწეველი იქ არც ისეთი იშვიათი ფენომენია.ჩრდილოეთ კორეარაც შეეხება ჩრდილოეთ კორეელებს მათი ჩაცმულობა სამხრეთელებისგან განსახვავებით ბევრად უფრო აკადემიური და მოკრძალებულია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს კლასიკურ ჩაცმულობას უხამებენ. ჩრდილოეთ კორეელი ქალები იძულებულნი არიან მკერდზე სახელმწიფოს მმართველის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშანი ატარონ, წვეულებისთვის კი როგორც წესი, მკვეთრ, ტრადიციულ კოსტიუმებს ირჩევენ.ჩრდილოეთ კორეელი ქალები დამოუკიდებლები და ძლიერები არიან. ცხოვრებაში მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ. სახელმწიფოსგან და საკუთარი პარტნიორისგან კი დახმარებას ისინი უკვე დიდი ხანია აღარ ელიან.ვერ ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ქალები ბევრ ფულს შოულობენ, თუმცა მათი შემოსავალი ადგილობრივი მამაკაცების ანაზღაურებას ერთმნიშვნელოვნად აღემატება.ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. ბევრი კორეელი ქალი არასრულფასოვანი კვებისა და სხვადასხვა სახის დაავადების გამო იტანჯება, რაც მრავალსაათიანი მუხლჩაუხრელი შრომით არის განპირობებული.ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილი ქალები ჩინეთში ადამიანებით ვაჭრობის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. ფასი ერთ ადამიანზე 100 $ - დან 2 000 $-მდე მერყეობს.386 შეფასება არ არის |