x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
7 ველური ფაქტი ჩინეთის იმპერატორთა ჰარამხანებში ხარჭების ცხოვრების შესახებ
image


ჩინეთის იმპერატორთა ჰარამხანებში ხარჭების ცხოვრება სავსე იყო მთელი რიგი სირთულეებითა და საფრთხეებით. დღევანდელ სტატიაში მათგან ყველაზე გასაოცარი შვიდი ფაქტის შესახებ მოგიყვებით.


image


ჩინეთის იმპერატორების ჰარამხანებში ხარჭების რაოდენობა რამდენიმე ათასსაც კი აღწევდა. ზოგიერთი მათგანი სილამაზის მიხედვით ირჩეოდა, ზოგი კი ნიჭისა და სარგებლიანობის მიხედვით.


image


მხევლები მათი სტატუსიდან გამომდინარე რამდენიმე კატეგორიად იყოფოდნენ. ზოგიერთ მათგანს შეეძლო იმპერატორის ცოლი გამხდარიყო, ზოგიც კი სიცოცხლის ბოლომდე ხარჭად რჩებოდა.


image


მხევლების ცხოვრება ჰარამხანებში იყო მკაცრი და რეგლამენტირებული. მათ მკაცრად გაწერილი გარკვეული წესებისა და განრიგის დაცვა უწევდათ, ასევე ხარჭებს ჰარემის ნებართვის გარეშე დატოვების უფლებაც ჩამორთმეული ჰქონდათ.



image



მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორებს მხევლებთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, ასეთი კავშირები მაინც მკაცრად კონტროლდებოდა. ხარჭები შეიძლება ნებისმიერი წესის დარღვევისთვის დასჯილიყვნენ, მათ შორის იმპერატორისგან დაორსულების გამოც.


image


ზოგიერთი მხევალი იძულებული იყო იმპერატორის ყურადღების მისაქცევად დაუნდობელ ბრძოლაშიც კი ჩაბმულიყო. ისინი ჰარემში ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად სხვადასხვა ხრიკებსა და ინტრიგებს გამუდმებით მიმართავდნენ.


image



ზოგიერთი ხარჭა ჰარემში მყოფი სხვა ქალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი სისტემატურად ხდებოდა, ვინაიდან იმპერატორებს ასეთი სიტუაციების კონტროლი ყოველთვის არ შეეძლოთ, ამის გამო ბევრი გოგონა იტანჯებოდა.


image


ზოგიერთი ხარჭა ჰარემიდან წარმოუდგენელი სისასტიკისა და მთელი რიგი შეზღუდვების გამო თავის დაღწევას გაქცევით ცდილობდა, დაჭერის შემთხვევაში კი მათ მკაცრი სასჯელი ელოდათ.


image



ჩინეთის იმპერატორთა ჰარამხანებში ხარჭების ცხოვრება უამრავი წინააღმდეგობებით იყო სავსე. მათ ჩამორთმეული ჰქონდათ თითქმის ყველაფრის უფლება და იძულებულნი იყვნენ მკაცრ წესებს დამორჩილებოდნენ, ასევე გამუდმებით განიცდიდნენ წარმოუდგენელ ძალადობას "კონკურენტების" მხრიდანაც, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მათგანმა ამ დაუნდობელ პირობებში არა თუ გადარჩენა, არამედ იმპერიის გავლენიან ფიგურად გახდომაც კი მოახერხა.










0
583
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
583