x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეში 2 ფინჯანი ჩაის მირთმევა
ქართული ჩაი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა. აქვს შემჭიდროებული, ხშირი, დატოტიანებული ვარჯი, საშუალო ზომის, ღია მომწვანო წაგრძელებულ-ოვალური მოკლეყუნწიანი ფოთლები, მთავარღერძიანი ფესვი, რომელიც ღრმად იჭრება ნიადაგში და ზედა ფენაში გვერდით ფესვებს ივითარებს.



image


გადმოცემის თანახმად პირველად ჩაი საქართველოში გამოჩნდა 1770 წელს, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა ერეკლე II-ს.


ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს მამია V გურიელის ბაღში გაჩნდა. გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმნის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. მარის რჩევით, ჩაის ბუჩქი ოზურგეთიდან გორა-ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში გადაიტანეს. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და 1864 წელს პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.




image


1833 წელს კავკასიის მომავალმა მთავარმართებელმა ვორონცოვმა ჩაი ჩინეთიდან გამოიწერა და ყირიმში გააშენა, სადაც ჩაის ბუჩქმა ვერ გაიხარა და ის 1840 წელს სოხუმში გადარგეს. სოხუმში ბუჩქმა გაიხარა და გადმოცემის თანახმად პირველი ნერგი XX საუკუნის 30-იან წლებშიც არსებობდა ბოტანიკურ ბაღში. ამ დროს რუსეთის იმპერიაში აქტიურად დაისვა საკითხი შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გაშენების შესახებ. ჩაის გაშენების არეალის გაფართოების შესაძლებლობების დადგენის მიზნით, რუსეთის მთავრობამ დააფინანსა რამდენიმე ძვირად ღირებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მათი დადებითი დასკვნები საბოლოო ჯამში სოხუმის, ქუთაისის და სალხინოს ბაღების გაშენების სტიმული და საფუძველი გახდა. 1854 წელს აკადემიკოსი რუპრეხტი, 1858-ში კი აგრონომი სიტოვსკი წერდნენ ჩაის პერსპექტივის შესახებ. XIX საუკუნის 60-იან წლებში რკინიგზის ხაზის გაყვანა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ჩაის კულტურის განვითარებისთვის. 1872 წელს დაარსდა სააქციო საზოგადოებაც „ერთი მილიონი მანეთით ჩაის გავრცელების საქმეზე“. საზოგადოებამ კალკუტადან გამოიწერა სპეციალისტი ლაიელი და ჩაის ნერგები. 1872 წელს ნერგები ხელმეორედ გამოიწერეს, ამჯერად ხანკოუდან, მაგრამ ყინვების გამო ჩაი გზაში გაფუჭდა.



image


1884 წელს, ბოტანიკისა და მებაღეობის საერთაშორისო კონგრესზე პეტერბურგში, აგრონომმა ზეიდლიცმა წაიკითხა მოხსენება შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გავრცელების შესაძლებლობებზე და უკვე 1 წლის შემდეგ ინჟინერ-პოლკოვნიკმა სოლოვცევმა გამოიწერა ჩაის თესლი და ნერგები ჩინეთიდან და ჩაქვის სადგურის ახლოს, 1, 5 ჰექტარზე გააშენა. საქმეში ჩაით მსხვილი მოვაჭრე რუსეთში, პოპოვი ჩაერთო და 90-იანებში ჩაქვში, სალიბაურსა და კაპრეშუმში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. პოპოვმა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა 1898 წელს სალიბაურში, 1899 წელს კი - ჩაქვში.



თუ ყავა მეტად მოგწონთ და ჩაის მხოლოდ ხანდახან სვამთ, მაშინ გირჩევთ შეცვალოთ ჩვევები, რადგან ჩაი უდავოდ სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის!


image


ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეში 2 ფინჯანი ჩაის მირთმევა




ავსტრალიელმა მკვლევარებმა შეისწავლეს ჩაის და ყავის გავლენა ჯანმრთელობაზე და კვლევა ჩაატარეს 1000 ქალზე. აღმოჩნდა, რომ დღეში ორი ფინჯანი ჩაის დალევა ეხმარება ქალებს უფრო დიდხანს იცოცხლონ. სიცოცხლის ხანგრძლივობია 40%-ით გაიზარდა. და ეს ყველაფერი სპეციალური ნაერთების - ფლავონოიდების წყალობით, რომლებიც ჩაის შემადგენლობაშია. ისინი აუმჯობესებენ ჯანმრთელობას.



image



1
44
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
44
  
2023, 19 დეკემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1