x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წამოვიდა მიხა წალენჯიხიდან ,,რაზგონით'' და იქმნა ნათელი, ქართველმა ხალხმა კიტრის მწნილის ჩადებაც კი ისწავლა"-გელა ზედელაშვილი

image

"კურკუმალ ვაითს უთქვამს, ვარდების რევოლუციამდე ჩვენს საავადმყოფოებში წნევის გასაზომი ფონეიდოსკოპებიც კი არ ჰქონდათო, ეს მიხეილ სააკაშვილმა შემოიტანა წნევის გასაზომი ფონეიდოსკოპებიო!
რა, მარტო წნევის გასაზომი ფონეიდოსკოპები შემოიტანა სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ?
იიიი... სიცხის გასაზომი მიკროსკოპები?
შაქრის გასაზომი კინოსკოპები?
სხვა კიდე ათასნაირი სკოპები?
იიიი... ჭკუის გასაზომი თერმომეტრები?
მახსოვს, ჩვენში კიტრის მწნილის ჩადებაც კი არ იცოდნენ, მაგან შემოყარა უამრავი რეცეპტი!
არ გახსოვთ, ვარდების რევოლუციამდე ყურებიანი (“უშანკა'') ქუდებით და მსხვილი ულვაშებით რო დავდიოდით?
სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდევაც, ჩემამდე საქართველო ერთი დასახლებული პუნქტი იყო, სადაც ძალიან ჩამორჩენილი ხალხი ცხოვრობდაო... თანაც უკუნი იყო, მოვედი და იქმნა ნათელიო.
ჰო, ფაქტობრივად ეგრე იყო... ახლა საქართველოში ყურებიანი ქუდით და ულვაშებით მარტო რომანა გოცირიძეღა დადის.
იცით, რას გეტყვით?
ნუ დასცინით კურკუმალ ვაითს... საერთოდ, როცა ადამიანს მურიანი “ტაბურეტკიდან'' რბილ სავარძელში დაუმსახურებლად გადასვამ, მამა-პაპური “ფეჩის'' ნაცვლად ცენტრალურ გათბობას დაუმონტაჟებ, პალტოს უყიდი, უნიტაზისფერ კბილებს ჩაუსვამ და დაცვასაც დაუნიშნავ, ის ფონეიდოსკოპს, მიკროსკოპსა და თერმომეტრს ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩევს. პრინციპში, ეგ ბევრ რამეს ვერც ადრე არჩევდა, მაგრამ ახლა ისეა გამო***ებული, ხშირად ფონეიდოსკოპს იღლიაში იდებს.
მოკლედ, ეგრე იყო... წამოვიდა მიხა წალენჯიხიდან “რაზგონით'' და იქმნა ნათელი, ქართველმა ხალხმა კიტრის მწნილის ჩადებაც კი ისწავლა.
მმმუუუუაჰაჰაჰაჰაჰაჰა!!!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის " დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0