ფოტოგრაფია 15 ისტორიული ფოტო იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მე-20 საუკუნის კულისებს მიღმა 2023, 25 ნოემბერი, 16:31 ![]() ისტორიის სულისკვეთება ისე მძაფრად სხვაგან არსად იგრძნობა როგორც წარსულის ფოტოებზე. საარქივო ფოტოსურათებისა და ქრონიკის კადრების პოვნა დღეს ნებისმიერი მსურველისთვის მარტივად არის ხელმისაწვდომი, ასე რომ ისტორიისთვის სულ სხვა პრიზმიდან შეხედვა სირთულეს უკვე არავისთვის წარმოადგენს. დღევანდელ სტატიაში წარსულის მოკლე ისტორიულ ექსკურსს გთავაზობთ და წარმოგიდგენთ ფოტოებზე აღბეჭდილ მნიშვნელოვან მოვლენებსა და ცნობილ პიროვნებებს, რომლებმაც ისტორიის განვითარებას სულ სხვა მიმდინარეობა მისცეს. აი, რა ხდებოდა მე -20 საუკუნის კულისებს მიღმა.![]() კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი ვაჟთან, ხუანთან ერთად თეთრი სახლის წინ, 1980-იანი წლები![]() ახალგაზრდა ოსამა ბინ ლადენი ძიუდოში ვარჯიშისას![]() ლევ ტროცკი მეხიკოს საავადმყოფოში თავდასხმის შემდეგ, 1940 წლის აგვისტო![]() სოფი ლორენი, რომი, 1955 წელი![]() ფარაონის სარკოფაგის გახსნა, 1924 წელი, 3 000 წლიანი მარტოობის შემდეგ ტუტანხამონი კვლავ ადამიანთა გარემოცვაში აღმოჩნდა![]() სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი![]() გამვლელები პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპის ახალ რუკას იკვლევენ, ფილადელფია![]() შეუდარებელი მონიკა ბელუჩი, 1992 წელი![]() "აგრესორები გამოვლენილ იქნენ!" ნახატი ჩეხური ჟურნალიდან "Roh"![]() კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონალდ ტრამპის სამფლობელოში, 1987 წელი![]() ტიბეტის ეროვნული საფეხბურთო გუნდი, 1936 წელი![]() "ტიტანიკის" ბილეთი![]() 1945 წელს ჰიტლერის ბუნკერში გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტო![]() ფილმ "ვარსკვლავური ომების" გადაღება საკულტო კოსმოსური ხომალდის "ათასწლიანი შავარდენის" შიგნით![]() იაპონიაზე გამარჯვების დღე, "თაიმს სკვერი", ნიუ - იორკი, 1945 წელი, ალფრედ ეიზენშტადტი483 შეფასება არ არის |