x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რეინკარნაცია" ჰოლივუდურად - თანამედროვე და ძველი მსახიობები, რომლებიც ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს
ამბობენ, დედამიწაზე ყველა ადამიანს ჰყავს ორეულიო. მაგრამ ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი თანამედროვე ვარსკვლავი დროში დაკარგულივით წარსულში ცნობილი მსახიობის ასლია. გადახედეთ ჩვენს მიერ შერჩეულ ფოტოებს და ამაში დარწმუნდებით




image


გაუგებარია, რატომ არ შესთავაზეს ეფრონს ახალ ვერსიაში რომეოს როლი, ის ხომ ბრიტანელი მსახიობის, ლეონარდ უაიტინგის ზუსტი ასლია, რომელიც ოდესღაც ცნობილი გახდა ფრანკო ზეფირელის ფილმში ამ როლის წყალობით.



ქეით მარა და კეტრინ როსი


image

როდესაც ქეითი დაიბადა, კეთრინი უკვე 43 წლის იყო. მაგრამ როდესაც მათი ერთი ასაკის ფოტოებს ვუყურებთ, უმალ დაგვებადება აზრი, რომ ეს ალბათ ქალები დები არიან.


ბლეიკ ლაივლი და მარი ბლეიკი

image

1930-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი ლაივლის დაბადებამდე თითქმის 10 წლით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ როგორ შეიძლება არ დაიჯერო მისტიკა, როცა მათ არა მხოლოდ მსგავსი გარეგნობა, არამედ სახელიც კი აკავშირებს. თუმცა ლაივლის ის დაბადებისთანავე ერგო, მარიმ კი გვარი ბლეიკი ფსევდონიმის სახით აირჩია.


როუზ ბირნი და შერონ ტეიტი

image

ერთი შეხედვით მსახიობების მსგავსება არც ისე თვალშისაცემია, მაგრამ როგორც კი ბირნმა გაიღიავა თმა... ახლა მათი განსხვავება შეუძლებელია!


ენ ჰეთევეი და პიერ ანჯელი

image

ფართოდ გაღებული ყავისფერი თვალები, ოდნავ აწეული წარბი და ამობურცული ტუჩები - მსგავსება აშკარაა..


ვენსან კასელი და ფრედ ასტერი

image

მხოლოდ ისღა დარჩა გასარკვევი, შეუძლია თუ არა ვენსანს ფრედივით კარგად ცეკვა?


რიზ უიზერსპუნი და სიბილ შეფერდი

image

გარდა ლამაზი გარეგნობისა, მსახიობებს კიდევ ერთი ფაქტი აერთიანებს: ორივემ კარიერა მოდელად დაიწყო. 16 წლის ასაკში სიბილი მემფისის სახელით წარდგა Miss Teenage America-ზ კონკურსზე, სადაც გაიმარჯვა, ხოლო რიზი შვიდი წლის ასაკში გადაიღეს ყვავილების მაღაზიის რეკლამაში.


მილი ბობი ბრაუნი და ჯუდი გარლანდი

image

საინტერესოა, როგორ ითამაშებდა გარლანდი ზებუნებრივი ძალების მქონე მოზარდის როლს, ხოლო ბრაუნი დოროთი გეილის როლს ფილმიდან "ოზის ჯადოქარი".


ევა ლონგორია და რიტა მორენო

image

ორივე ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰოლივუდში ლათინელი მსახიობების დამკვიდრებაში. რიტა დაიბადა პუერტო -რიკოში, ევას კი მექსიკური ფესვები აქვს.

0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0