სხვა ნუდიზმის მოკლე ისტორია: როგორ გაჩნდნენ ნუდისტები 2023, 24 ნოემბერი, 10:13 ნუდიზმი (წარმოადგენს ბურჟუაზიულ მიმართულებას, რომელიც შიშველი სხეულის კულტს ქადაგებს) - შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, თავად კაცობრიობასთან ერთად გაჩნდა. ამ ფენომენს საფუძვლად არა ვულგარული და, გარკვეულწილად, სიშიშვლით აღფრთოვანების სრულიად გაუკუღმართებული აღქმა და საკუთარი სხეულის დემონსტრირების სურვილი უდევს (ეს უფრო დამახასიათებელია ექსჰიბიციონისტებისთვის), არამედ ბუნებასთან დაახლოების ჯანსაღი წყურვილი. თანამედროვე სამყარო ნელ-ნელა საუკუნეების განმავლობაში შეძენილი მორალის ნარჩენებისგან გათავისუფლებას იწყებს: ადამიანები არა მხოლოდ ნუდისტური პლაჟების, არამედ მთელი ნატურიზმის ტურების მოწყობას სულ უფრო დიდი ენთუზიაზმით იწყებენ. დღეს, მოგიყვებით საიდან გაჩნდნენ ნუდისტები, რა სიკეთის მოტანა შეუძლია დედიშობილა სიარულის პრაქტიკას და შეიძლება თუ არა ამან პრინციპში მთელი კაცობრიობის გონების გათავისუფლება გამოიწვიოს.ძველი საბერძნეთიშიშველი სხეულის საკრალური ხასიათი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შეინიშნებოდა: ტყუილად კი არ ატარებდნენ ბერძნები ყველა სპორტულ ღონისძიებას სრულიად შიშველი. თავად სიტყვა "გიმნოსი" ნიშნავს "შიშველს", საიდანაც მომდინარეობს "გიმნასტიკაც" (ტანვარჯიში). გარდა ამისა, ნაყოფიერებასთან ასოცირებული, წარმართული რიტუალების უმეტესობა, ასევე შიშვლად სრულდებოდა. ძველი საბერძნეთის ბევრ რეგიონში შესაძლო თავდასხმისგან სულიერი დაცვის პრაქტიკა არსებობდა: ყოველთვიურად ახალგაზრდა გოგონები ვალდებულები იყვნენ სოფლის საზღვრები გუთნით გაევლოთ.ინდოეთინუდიზმის წარმოშობა ინდოეთში ასევე დაკავშირებული იყო მისტიკურ მიზეზებთან. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის მემატიანეები აღწერდნენ შიშველი ბრძენების ე.წ. გიმნოსოფისტების - მიმდინარეობას. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობს ასკეტების გარკვეული სექტა, რომელიც, ფაქტობრივად, ჯაინიზმის ერთ-ერთი განშტოებაა. აქ სიშიშვლე მოკვდავი სამყაროსგან გათავისუფლებად განიხილება.გერმანიამე-20 საუკუნის დასაწყისში პურიტანულმა გერმანიამ მთელი დანარჩენი მსოფლიო გააოცა. სწორედ იქ დაიბადა თავისუფალი სხეულის კულტურაც. ამ მომენტიდან ნუდიზმის თანამედროვე ისტორიის ათვლაც შეიძლება, რომლის დამფუძნებლად გეოგრაფი (და ანარქისტი) ელიზა რეკლუსი იქცა. მან სიშიშვლე სოციალურად მისაღებ ქცევად გამოაცხადა, რომელსაც მისი მტკიცებით მთელი მსოფლიო აზროვნების ახალ გზაზე გაყვანა შეუძლია.
|