x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასე გამოფინო საკუთარი "უკ#ნალი"......"არაკაცურია ბრატ"- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მომღერალ გია გაჩეჩილაძის (“უცნობის”) ახალ სკანდალურ კლიპს სახელწოდებით "ღრუსი მოდის" სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სრულ "უნიჭობას" და "უგემოვნობას" უწოდებას:


"უკვე “ნაცნობი” უცნობის, ჯერ კიდევ მაინც უცნობი და უსაზღვრო უგემოვნობა და უნიჭობა, ( ამ მდარე ხარისხს, სულ მთლად ასე ფსკერზე უნიჭოდ ფართხალს მაინც არ ველოდი) საქართველოს მიმართ უკვე “ნაცნობი” ღალატი, ნაცნობი მომხვეჭელობა მავანთა, ღირებულებების არ არსებობა და "უცნობის” არაცნობიერის ანუ უნებლიედ ეკრანზე “მრავალი” უკანალის დომინირება. ერთი ვერ გავიგე მხოლოდ, რად უნდოდა “უკანალს” და ღალატს კლიპის მიძღვნა….. ისედაც ხომ ნაცნობი საქციელია “”უცნობისგან"?! ასე გამოფინო საკუთარი "უკანალი".......არ არის სწორი "არაკაცურია ბრატ"????"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსშტი.


შეგახსნებთ, რომ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ უცნობის (+18) ახალი კლიპის პრემიერა გაიმართა, ვიდეორგოლში გამოყენებულმა არაერთმა უხამსმა კადრმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ნანახით აღშფოთებული სოციალური ქსელის მომხმარებლები კლიპის ავტორის მიმართ ნეგატიურ კომენტარებსა და შესაფასებებს არ იშურებდნენ.





0
423
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
423