x
მეტი
  • 03.03.2024
  • სტატია:133634
  • ვიდეო:354905
  • სურათი:507991
ინგლისში ტრანგენდერთან თამაშზე ყველა ქალთა კლუბმა უარი თქვა და ახლა ის სასამართლოში ჩივის
image

ბოლო წლებში დასავლეთში ნამდვილი ლგბტ ბუმი დაიწყო. ჩვეულებრივ მდედრობითი და მამრობითი ნაცვალსახელი შეიცვალა გაუგებარი It-ით და თუ მალე ვინმე გადაწყვეტს საკუთარ თავს "რაღაც" უწოდოს, არავის გაუკვირდება. ეს ფენომენი გავრცელდა კულტურასა და სპორტში.


ეს უკანასკნელი სრულიად დამაბნეველი გახდა - ქალთა ტურნირებზე ასპარეზობის უფლება მამაკაცებმა მიიღეს. მაგალითად, ეს მოხდა ველოსპორტში, ცურვაში და ძალოსნობაშიც კი.

image


ფოტოზე: ლორელ ჰაბარდი: 140 კგ-იანი ძალოსანი, რომელმაც განაცხადა, რომ ქალია.




მსოფლიოს №1 სპორტი, ფეხბურთიც, განზე არ დარჩა. ინგლისში არის ქალთა საფეხბურთო კლუბი "როსინგტონი" და მასში თამაშობდა სპორტსმენი-სიურპრიზი ფრანჩესკა ნედჰემი. ერთ-ერთ მატჩში მან მეტოქეს მუხლი მოტეხა. ამის შემდეგ ყველა კლუბის გოგოებმა განაცხადეს, რომ ამ კაც/ქალის წინააღმდეგ არ ითამაშებდნენ. ამის შემდეგ სპორტსმენმა დატოვა "როსინგტონი".ამის შესახებ იუწყება Sky News-ი


image



"სამწუხაროა იმის თქმა, რომ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პოლიტიკაში ეს სიტუაცია ყველაფერს აფერხებს, იმის გათვალისწინებით, რომ მე გულმოდგინედ ვასრულებდი FA-ს მიერ თამაშებში მონაწილეობის ყველა მოთხოვნას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება გუნდის დაცვის სურვილს და კლუბის განვითარების ტრაექტორიას. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის საკითხი ჩემს მიმართ მშვიდობიანად და სწრაფად გადაიჭრება საფეხბურთო ასოციაციის სრული მხარდაჭერით, რომელის პოლიტიკაც მათი დაწერილი და დამტკიცებულია“, - თქვა დაზარალებულმა სპორტსმენმა.

image

მან დასძინა, რომ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას და დაიცავს თავის უფლებებს.



ალბათ შემდგომშიდაც რომ დაასახიჩროს ქალი სპორტსმენები?. ამასთანავე სავარაუდოდ ისაუბრებს დისკრიმინაციაზე სპორტში. თუ ის მოიგებს, ფეხბურთში გაუსაძლისი ინკლუზიურობა იქნება, რისთვისაც იბრძვის ნედჰემი და სხვა ტრანსგენდერები.

1
148
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
2023, 22 ნოემბერი, 19:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1