პროფილაქტიკა 3 შემთხვევა, როდესაც კატეგორიულად უნდა თქვათ უარი წყლის დალევაზე 2023, 14 დეკემბერი, 11:11 წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს. 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.
ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას. ХVIII-ე საუკუნის შუა პერიოდამდე, წყალი ითვლებოდა დაუყოფელ ნივთიერებად. მხოლოდ 1783 წელს, ფრანგი ქიმიკოსი ანტუან ლორან ლავუაზიე მივიდა დასკვნამდე, რომ წყალს რთული აგებულება გააჩნია და მის შემადგენლობაში შედის წყალბადი და ჟანგბადი. ამის შემდეგ, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წყალს ყველა თვლიდა უსუნო, უგემო და უფერო შენაერთად, რომლის აღწერაც შეიძლებოდა ერთადერთი შესაძლებელი ფორმულით - წყალბადის ოქსიდი - H2O. წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება უზარმაზარი რაოდენობით და ბუნებრივ პირობებში სამივე აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობაში - მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი). თუმცა, 1932 წელს, მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ცნობა, რომ ბუნებაში ჩვეულებრივი წყლის გარდა, არსებობს ეგრეთ წოდებული მძიმე წყალი. ხოლო დღესდღეობით ცნობილია, რომ წყლის იზოტოპური ნაირსახეობა შეიძლება იყოს 135. მაშასადამე, წყალი ერთადერთი უპირველესია ჩვენი სასიცოცხლო ფაქტორებიდან. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ცნობების დაწერა შეიძლება მასზე, უბრალოდ გეტყვით იმ სამ შემთხვევაზე, როდის უნდა თქვათ უარი წყლის დალევაზე. 3 შემთხვევა, როდესაც კატეგორიულად უნდა თქვათ უარი წყლის დალევაზე1. კვების დროს და შემდეგ. თუ კვებასთან ერთად სითხეს მიირთმევთ, ეს კუჭის წვენს გაათხელებს. ეს მნიშვნელოვნად გაართულებს კუჭის ისედაც რთულ ამოცანას, გაარკვიოს და გადაამუსავოს ის, რაც შეჭამეთ. გამოიწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს, სიმძიმის შეგრძნებას და ასევე ყელში წმოგივათ მთელი მირთმეული მასა. მით უმეტეს, თუ წყლის ნაცვლად რაიმე სახის „გაზიანს“ აირჩევთ, შედეგი უარესი იქნება. ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ დალიოთ მთელი ჭიქა წყალი, ეს კიდევ უფრო უარესია. რაც, სხვათა შორის, ასევე ეხება ლანჩის ან სადილის შემდეგ ჩაის დალევის უდანაშაულო ჩვევას. ამ გზით თქვენ უფრო ზრდით უკვე გაწელილ კუჭს და მცირე ხნის შემდეგ, საკვების ჩვეულებრივი ულუფა იდუმალებით შეწყვეტს გაზრდილი მადის დაკმაყოფილებას. ეს არის დამახინჯებული გზა ზედმეტი კილოგრამებისკენ. როგორ მოვიქცეთ? ჭამის შემდეგ, უმჯობესია დაელოდოთ მინიმუმ 20 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ ნებისმიერი სითხე -წყალი, ჩაი, ყავა, მაგრამ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი ჭიქა წყლის დალევა კიდევ უფრო კარგი იდეა იქნება. ამ გზით თქვენ "გააღვიძებთ" კუჭს, მოამზადებთ მას სწრაფად ჭამისთვის და ამით დააჩქარებთ მეტაბოლიზმსაც. ასევე, ალბათ ნაკლებს შეჭამთ, ვიდრე გეგმავდით, რადგან ძალიან ხშირად ნამდვილ შიმშილს ბანალურ წყურვილში ვურევთ. 2. ძილის წინ. თუ დილით შეშუპება გაწუხებთ, ეს იმის ბრალია, რომ ძილის წინ წყალს სვამთ. ბევრი აღნიშნავს, რომ საღამოს უფრო მძაფრად გრძნობს შიმშილისა და წყურვილის გრძნობას. რაც უფრო გვიან დალევთ ბოლო ჭიქა სითხეს, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ დილით მეფუტკრეს სახით გაიღვიძოთ. შეშუპება კი ძალიან შორს არის დღის ყველაზე სასიამოვნო დასაწყისისგან, ხოლო ღამით ტუალეტში სირბილი არ არის საუკეთესო დასვენება. როგორ მოვიქცეთ? დალიეთ წყალი ძილის წინ არაუგვიანეს ორმოცი წუთით ადრე. მაგრამ დილის დაწყება ერთი ჭიქა წყლით (სასურველია თბილი და ლიმონით) ძალიან კარგი იქნება. ის ყავაზე უკეთ გაღვიძებს და გამხნევებს. 3. ვარჯიშის დროს. სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშის დროს სვამენ ლიტრ წყალს, გამოცდილი დიეტოლოგის თვალი მათში დაინახავს არა ჯანსაღ კუნთებს, არამედ თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს, რადგან ბევრი სითხის მოხმარებამ მოკლე დროში, გულისცემის გახშირებით არცერთ სპორტსმენს არ მოუტანა სარგებელი. როგორ მოვიქცეთ? დალიეთ ბევრი წყალი (სურვილისამებრ) ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე და ვარჯიშიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ. ხოლო თავად ვარჯიშების დროს, ჩამოიბანეთ პირი და დალიეთ რამდენიმე ყლუპი, მეტი არა. 325 4-ს მოსწონს
|