მსოფლიო რატომ დასჭირდა ლუი XIII სამედიცინო დახმარება ანა ავსტრიელთან საქორწინო ღამის შემდეგ 2023, 21 ნოემბერი, 19:40 სამეფო კარზე ქორწილის ღამე ხშირად გრანდიოზულ და მდიდრულ მოვლენად ითვლება, თუმცა საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ისთვის ის სერიოზულ ტრავმად იქცა. ევროპული ჩვეულების თანახმად, მონარქებს ქორწინების ღამეს საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულება ევალებოდათ, თუმცა ლუისთვის ეს საკმაოდ რთული და უსიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.იმ დროს ადამიანის ფიზიოლოგიის წარმოდგენებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, თუმცა ხშირად სწორედ ის ხდებოდა მიზეზი იმისა, რომ თავადაზნაურობის ესა თუ ის წარმომადგენელი "საგმირო საქმეებში" სერიოზულ მარცხს განიცდიდა. ასე მოხდა მორცხვ და უკიდურესად თავშეკავებულ მეფე ლუი XIII-თან დაკავშირებითაც, რომლისთვისაც პირველი ღამე ისეთ ამაღელვებელ მოვლენად იქცა, რომლის დავიწყებაც მან მთელი ცხოვრება ვერ შეძლო. გონზე მოსასვლელად კი მას ექიმების განსაკუთრებული დახმარება დასჭირდა.მე-17 საუკუნის დასაწყისში არ არსებობდა წარმოდგენები ადამიანის ფსიქიატრიის შესახებ, და მონარქის ფიზიკური და ფიზიოლოგიური "მდგომარეობის" დადასტურება იყო საჭირო, სწორედ ამან დააბნია და ააღელვა ახალგაზრდა მეფეც. ლუი XIII-ეს ანა ავსტრიელის სარეცელისკენ სწორედ დედამ, მარია მედიჩმა უბიძგა. ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელმა მაშინვე შენიშნა რომ მეფემ ქორწინების ცერემონიის შემდეგ ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების ნაცვლად საკუთარ საძინებელში განმარტოება ამჯობინა. ამის დაშვება კი არ შეიძლებოდა, ვინაიდან შეუღლებულთა წესი სამეფო ნორმების მკაცრ დაცვას მოითხოვდა.აღნიშნული ქორწინება მეფის დედის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად იქნა მოწყობილი, შესაბამისად, ლუი XIII ანას მიმართ არანაირი გრძნობები არ აკავშირებდა, მას დიდად არც ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების სურვილი ჰქონდა, ამიტომაც საქორწინო ღამეს მეფე რამდენიმე ადამიანის თანხლებით საძინებლამდე საკმაოდ უხალისოდ მიაბიჯებდა. საძინებელში შესვლისას ლუი XIII -ეს თავი მორცხვად ეჭირა, თუმცა უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. მეფეს მრავალი "თვალი" უყურებდა, რომელიც შემდგომში სამეფო კარზე ქორწილის ღამის ყველა დეტალს მოყვებოდა.ანა ავსტრიელის მეუღლემ ცოლის "შეყვარება" სულ ორჯერ შეძლო, რითიც ის თავს ძალიან ტრავმირებულად გრძნობდა. მეფემ იმ უხერხულობის დავიწყება ვერ შეძლო, რაც მან ანას საძინებელში გატარებულ რამდენიმე საათში განიცადა. მრავალი წლის განმავლობაში მეფე მეუღლეს ყურადღებას არ აქცევდა. ის ანას საოცრად ცივად და ზიზღითაც კი ეპყრობოდა და მასთან დაახლოების ვერანაირ აზრს ვერ ხედავდა. მეფეს მეტისმეტი მოკრძალებულობისთვის მეტსახელად "მორცხვიც" კი შეარქვეს.მისი "ორმაგი გმირობა" განსჯის თემად სამეფო კარზე არაერთხელ გამხდარა, თუმცა მას შემდეგ ლუი XIII-ეს ცოლ-ქმრულ სარეცელზე საკუთარი "საგმირო საქმეების" შესახებ ჭორაობის შანსი აღარავისთვის მიუცია.501 შეფასება არ არის |