დიეტოლოგია მამის გარდაცვალებით შეშინებულმა ქალმა 146 კილო დაიკლო წონაში 2023, 21 ნოემბერი, 14:32
ავსტრალიელმა ქალმა დიეტის შეცვლით და ვარჯიშის წყალობით ხუთ წელიწადში 146 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ The Sun იუწყება.
34 წლის ჯესიკა ფერო ქალაქ მელბურნიდანაა, შტატი ვიქტორია, ადრე 228 კილოგრამს იწონიდა. ქალის თქმით, ის ყოველდღიურად და დიდი რაოდენობით ჭამდა ფასტფუდს, ტკბილეულს და სნეკს. ჭარბი წონის გამო მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა: მაღალი წნევა, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი ზურგში და სახსრებში. ფერომ აღიარა, რომ სძულდა საკუთარი სხეული და ამის გამო ჰქონდა მუდამ შფოთვა და დეპრესია. სიმძიმის გამო იმტვრეოდა ავეჯი და ვერ ეტეოდა თვითმფრინავის სავარძლებში, ასევე მამაკაცების მხრიდან მისი მისამართლთ ისმოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები. ქალის თქმით, წონის დაკლების საწყისი წერტილი აღმოჩნდა მამის გარდაცვალება, რომელიც ასევე ძალიან მსუქანი იყო, რის გამოც მას გულის შეტევა დაემართა. ფეროს თქმით, მამამისი არ იყო მსმელი და არც ეწეოდა, თუმცა მის მსგავსად მუდმივად ჭამდა ფასტფუდს და არ იცავდა დიეტას. „ახლაც სულ ვფიქრობ, რომ მამაჩემს რომ ზომები მიეღო მაღალი წნევისა და წონის გასაკონტროლებლად, დღეს აქ იქნებოდა. ამიტომ დავიფიცე, რომ ამიერიდან ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გავმხდარიყავი საკუთარი თავის ყველაზე ჯანმრთელი და საუკეთესო ვერსია“, - იხსენებს ფერო. ზედმეტი ჭამის შესაჩერებლად მან გადაწყვიტა კუჭის შუნტირება. ოპერაციის შემდეგ ავსტრალიელმა წონის დაკლება დაიწყო, რის შემდეგაც ჩამოწელილი კანის მოხსნის ოპერაცია გაიკეთა. გარდა ამისა, ფერომ უარი თქვა მაღალკალორიულ საკვებზე, ჩაანაცვლა ისინი ცილოვანი საკვებით, ბოსტნეულით და დაბალკალორიული საჭმელებით. ამასთანავე ახალგაზრდა ქალმა რეგულარულად დაიწყო ვარჯიში. ჯანსაღი ცხოვრების წესმა ის მოიტანა, რომ ხუთი წლის შემდეგ მან მოახერხა 146 კილოგრამი ჭარბი წონისგან თავის დაღწევა. ფერომ თქვა, რომ წონის დაკლების შემდეგ აქტიური, თავდაჯერებული და ბედნიერი ქალი გახდა. ”ახლა უფრო მეტად ვაფასებ ჩემს ცხოვრებას და ვერ აღვწერ, რამდენად შევიცვალე ჩემი წინა მესგან განსხვავებით”, - ამბობს ის. 228 2-ს მოსწონს
|