x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სიამოვნების ფასი: უძველესი "კანდაპარას" ბორდელი ბანგლადესში
image


ბანგლადეში - ერთ-ერთია იმ მუსულმანურ ქვეყნებს შორის, სადაც პროსტიტუცია ოფიციალურად ლეგალიზებულია. ტანგაილის რაიონში განთავსებული უძველესი ბორდელი "კანდაპარა" დაახლოებით 200 წელს ითვლის. რამდენიმე წლის წინ, ის დაანგრიეს, თუმცა მალევე მას შემდეგ აღადგინეს რაც ქალთა ადვოკატთა ეროვნულმა ასოციაციამ ქვეყნის უმაღლესი სასამართლო დაარწმუნა რომ სექსუალური მუშაკების დევნა უკანონო იყო: "პროსტიტუცია - ასევე სამუშაოა და მასში ჩართულ ქალებს სხვა რამის კეთება არ სურთ" - ნათქვამი იყო ასოციციის მიერ წარდგენილ განმარტებაში.


image


მთავარი მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრი მათგანი სწორედ აქ იყო დაბადებული და გაზრდილი და მათ "კანდაპარას" განადგურების შემდეგ აღარსად ჰქონდათ წასასვლელი. დღეს, უკვე ბორდელის ტერიტორია ორმეტრიანი კედლით არის გარშემორტყმული. სინამდვილეში, ეს არის მთელი რაიონი ვიწრო ქუჩებით, სადაც როგორც სასურსათო მაღაზიები, ასევე კაფეები და ქუჩის მოვაჭრეთა დახლებია განთავსებული. "კანდაპარა" - არის ადგილი იერარქიებით. ყველაზე დაბალ საფეხურზე - 12-14 წლის გოგონები არიან, რომლებიც ნათესავებმა ბორდელში გაუსაძლისი სიღარიბის გამო გაყიდეს. ისინი "მადამს" ეკუთვნიან და მას 5 წლის განმავლობაში გარკვეულ თანხასაც უხდიან. გოგონებს არ აქვთ თავისუფალი ფული და გარეთ გასვლაც ეკრძალებათ.


image



ბორდელის თანამშრომელი სუმაია კლიენტის მოლოდინში


image


სუმაიას მეგობარმა, რომელიც ასევე მისი მუდმივი კლიენტია, მას სახეში სცემა. ის დაკადან არის და მას ყოველთვიურად თითო კვირით სტუმრობს. ისინი ხშირად ჩხუბობენ, რადგან მას სუმაიაზე დაქორწინება სურს, გოგონას კი ეშინია, რომ ქორწილის შემდეგ მეგობარი მამაკაცი მას მთელ თავის დანაზოგს წაართმევს.


image


კაჯოლი კლიენტთან ერთად. გოგონა ფიქრობს, რომ 17 წლისაა, თუმცა თავისი ზუსტი ასაკი არ იცის. ცხრა წელი ის ქორწინებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დეიდამ "კანდაპარას" ბორდელს მიჰყიდა, მას შემდეგ კი რაც გოგონას ვაჟი მეჰედი შეეძინა ორი კვირის შემდეგ ის იძულებული გახდა სამუშაოს დაბრუნებოდა.


image


სესხის დაფარვის შემდეგ, გოგონები დამოუკიდებლები ხდებიან. მათ კლიენტების არჩევის შესაძლებლობა ეძლევათ, შესაბამისად, საკუთარი ფულიც უჩნდებათ. გოგონებს ბორდელის დატოვების უფლებაც კი ეძლევათ, თუმცა ამაზე ცოტა ვინმე თუ თანხმდება, რადგან მათ კარგად იციან, რომ ბორდელის პერიმეტრს მიღმა მყოფი საზოგადოების უმრავლესობისთვის მეძავობა სირცხვილის წარუშლელ ანაბეჭდად რჩება. გარდა ამისა, "სიყვარულის ქურუმებს" ხელფასიც საკმაოდ მაღალი და მუდმივი აქვთ, რაც სექს - მუშაკებს ფინანსურად თავიანთი ოჯახების დახმარების საშუალებას აძლევს. საკუთარი სხეულით მოვაჭრე მსხვერპლთა გარდა არიან ისეთებიც, რომლებიც ბორდელში საკუთარი ნებით მიდიან. ბევრი ქალი მოძალადე და დესპოტი ქმრისგან სწორედ იქ გაქცევით შველის თავს.


image



ბორდელის კლიენტები ყველა კატეგორიის ხალხია: პოლიციელები, პოლიტიკოსები, ფერმერები, მეთევზეები, მუშები, მოზარდები. ზოგი მათგანი უბრალოდ მარტივ სექსს ეძებს, ზოგი კი საროსკიპოს მარადიული სიყვარულისა და ცხოვრების თანამგზავრის პოვნის მიზნით სტუმრობს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ბანგლადეშის ცენტრალურ რაიონებში ახალგაზრდა მამაკაცს საჯაროდ მეგობარი გოგონას ხელზე შეხებაც კი ეკრძალება. ბორდელში კი რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს უფრო მეტი თავისუფლებაა, ამიტომ მის პერიმეტრზე ხშირად ნახავთ მხოლოდ ჩაის დასალევად შესულ მამაკაცს ბორდელის მუშაკთა გარემოცვაში.


image


ეს ტყუპები ხუთი დღის არიან, და ჯერ სახელებიც კი არ აქვთ შერჩეული. მათი დედა 20 წლის ჯინიკი ბორდელის მუშაკია



image


27 წლის ბონა საროსკიპოს კიდევ ერთ მუშაკთან ჩხუბისას



image


26 წლის დიპა ტირის. ის ორსულობის მეორე თვეშია...



image


კაჯოლი თავის ექვსი თვის შვილთან და კლიენტთან ერთად



image


იშვიათი მომენტი, როდესაც კაჯოლის შეუძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა



image



ბორდელის მუდმივი სტუმრები - სტუდენტები ემანუილი, აპურბო და ულაში


image


ასმა საროსკიპოში დაიბადა. ის უკვე 14 წლისაა, და მისთვის სექსუალური მუშაკის ამპლუაში მუშაობის პირველი წელია, მანამდე ის კლიენტების წინაშე მხოლოდ ცეკვავდა.


image



ქალები კლიენტების მოლოდინში...



image


15 წლის პაკხი საკუთარ ოთახში კლიენტთან ერთად, ბორდელში ის უკვე ერთი წელია ცხოვრობს, გოგონა 12 წლის გათხოვდა, შემდეგ ოჯახიდან გაიქცა, ბოლოს კი, ქუჩაში დარჩენილი ვიღაცამ ბორდელში გაყიდა.


image



პაპია დღეს ორ კლიენტს "მასპინძლობს"



image



რონი ადგილობრივი მაღაზიის მფლობელი და ბორდელის ერთ - ერთი მუშაკის შვილია


image



კლიენტი 19 წლის პრიუს ლოყაზე კოცნას ცდილობს, გოგონა ბორდელში 17 წლიდან მუშაობს


image



ქალი კლიენტთან ერთად


image



პუნა საწოლზე ცეკვისას



image


მეგლე ახლა 23 წლის არის. 12 წლის ასაკში მან მუშაობა სამკერვალო ფაბრიკაში დაიწყო, სადაც მამაკაცი გაიცნო, რომელიც მას მაღალშემოსავლიან სამსახურს დაჰპირდა. საბოლოოდ, მან გოგონა ბორდელს მიჰყიდა.









0
374
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
374