x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯერ ისაა სირცხვილი გიგი კალანდაძე ბრიგადის გენერლის წოდებას, რომ ატარებს და მეორე სირცხვილი ისაა ამდენ ტყუილს, რომ კადრულობს

image
მეორე დღეა ქართული არმიის მეოთხე ბრიგადის და გენშტაბის ყოფილი მეთაური ინტერვიუს ინტერვიუზე აძლევს ქართულ სატელევიზიო არხებს.
აძლევს და აძლევს, ამაში გასაკვირი არაფერი არ იქნებოდა, რომ ამ გენერლად წოდებული არარაობის ზღვარსგადასული სიცრუის ტირაჟირება და ტყუილების "ფრქვევა" მედიით.

დააკვირდით ამ "გენერლის" ნკერდს რამდენი "ჯინჯილების" აღმნიშვნელი ბაფთები უკეთია.
გამოვიდეს და თქვას, სად იბრძოდა, როდის იბრძოდა ან რა დამსახურებისათვის მიიღო ან წოდება ან ამდენი "ჯინჯილები"!
ბრიგადის მეთაური, რომლის დიტეტანტიზმის და უთაობის გამო ათეულობით მებრძოლი დაგვეღუპა სამაჩაბლოში "მუხის კორომებად" წოდებულ ადგილზე.
საავიაციო დაბომბვის დროს კაპრალმაც კი იცის ჯარეისკაცების თავშეყრა ერთ ლოკაციაზე რომ დაუშვებელია ღია სივრცეში, აი მაშინ პოლკოვნიკმა გიგი კალანდაძემ კი ეს არ იცოდა და ვფიქრობ დღესაც არ იცის.

რისთვის მიიღო კალანდაძემ ბრიგადის გენერლობა, გადარჩენილი სამხედრო ტექნიკის გორში რუსი ოკუპანტებისათვის დატოვებაში ხომ არა?

მოყვეს ბატონი კალანდაძე რა ვითარებაში "დაიჭრა" სამაჩაბლოში, არც ის გამოტოვოს თუ როგორ მოკურცხლა სამაჩაბლოდან და როგორ მიატოვა ბრიგადა.

ახლა გამოდის მედიით და უნამუსოდ საუბრობს თემებზე, რომელთან უშუალო შეხება არასდროს არ ჰქონია და საზოგადოებას ისე წარმოუჩენს, თითქოს ჯერ კიდევ დახურული ინფორმაციის შემცველი სპეცოპერაციების მონაწილე ყოფილიყოს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გიგი კალანდაძეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არცერთ სპეცოპერაციაში არ მიუღია მონაწილეობა.
ჩემი სიტყვების დადასტურება შეუძლია რომან შამათავას და ძალიან ბევრს სხვას, რომლებსაც თემის სერიოზულობის გამო ბუნებრივია აქ არ დავწერ.

არც ვოლმერ ბუთბას და არც კვევესკირის ლიკვიდაციასთან კალანდაძეს არაფერი არ აკავშირებს.
გენშტაბის უფროსი "აბოლებს" საზოგადოებას, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეცოპერაციებს ატარებდა სპეცსამსახურები (არც იმას დავასახელებ, კერძოდ რომელი გეგმავდა და ახორციელებდა სპეცოპერაციებს).

წაგებული ომის პოლკოვნიკს ბრიგადის გენერლის წოდებას არ ანიჭებენ, მეტიც ჯერ წინა ხელისუფლებას და შემდეგ კი ახალ ხელისუფლებას უნდა შექმნა კომპეტენტური კომისია, რომელიც შეისწავლიდა კალანდაძის და მისნაირი დილეტანტების როლს 2008 წლის ომში.

კალანდაძის თქმით არსებულმა ხელისუფლება, გადასცა ქართველი მებრძოლების და ქართული დაზვერვის მიერ გადაბირებული რუსეთის მოქალაქეების სია.
აქაც ტყუის კალანდაძე, სიები გატანილ იქნა "კუდის" ბაზიდან სოფელ ურთიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხოლო სამხედროების სიები გაიტანეს სენაკის და გორის სამხედრო ბაზებიდან.
ასე, რომ თითის სხვისკენ გაშვერა შენი მხრიდან კიდევ ერთი გარეწრობაა "გენერალო" და იმედია ერთ დღეს დადგება დრო, როცა ექსტრადიციით ჩამოგიყვანენ საქართველოში და ყველა შენს "საქმენი საგმიროზე" მოგიწევს კანონის ფარგლებში პასუხისგება.

0
989
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
989