x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138650
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული – სიმსივნის 10 ნიშანი, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება
კორონავირუსის პანდემიის დრო სამედიცინო საზოგადოების წინაშე მწვავედ დადგა კიბოს პაციენტების დიაგნოსტიკის საკითხი. ბევრი ადამიანი ექიმს დროულად არ მიმართავს, საშიში დაავადების განვითარების სიმპტომებზე არაფერი იცის. გადატვირთული ჯანდაცვის სისტემის გამო პაციენტები საჭირო დახმარებას დროულად ყოველთვის ვერ იღებენ, ხოლო მკურნალობის დაგვიანება სიკვდილით შეიძლება დასრულდეს. სიმსივნის დროული აღმოჩენა გადარჩენის შანსს ზრდის. გაეცანით 10 ნიშანს, რომლის აღმოჩენისას ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ.



image



ყოველწლიურად სიმსივნეს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სამწუხაროდ, დაავადებულთა რიცხვი იზრდება. სიმსივნის ასზე მეტი სახეობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი სპეციფიკურად ვლინდება, მაგრამ დაავადების რამდენიმე მეტ–ნაკლებად საერთო ნიშანი არის. ექსპერტები ასახელებენ სიმსივნის 10 სიგნალს, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. აი, სიმპტომები, რომლის გამოვლენისას სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში.



1. წონის უმიზეზო კლება

image



5 კგ-ზე მეტის უმიზეზოდ დაკლება შეიძლება მიუთითებდეს კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის, საყლაპავის ან ფილტვების კიბოს განვითარებაზე.



2. უჩვეულო კვანძები ან შესივება

image


სხეულის ნებისმიერ ნაწილზე კვანძის გამოჩენა სერიოზულად უნდა მიიღოთ. კვანძი ყელზე, ხელზე, მუცელზე, საზარდულის მიდამოზე, მკერდზე ან საკვერცხეებზე საგანგაშო უნდა იყოს. ქალმა განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს და რეგულარულად შეიმოწმოს მკერდი, ხოლო კაცმა – სათესლე ჯირკვლები.



3. ხველა

image


მუდმივი ხველა 3–4 კვირის განმავლობაში შეიძლება სიმსივნის ნიშანი იყოს. თუ აღინიშნება ქოშინი და სისხლიანი ნახველი, ეს შეიძლება მიუთითებდეს ფილტვის კიბოს განვითარებაზე.



4. ხალების ფორმის ცვლილებები

image


ვიცით, რომ ხალები შეიძლება იყოს კანის კიბოს ნიშანი, მაგრამ მათ ცვლილებას თითქმის არავინ აკონტროლებს. თითოეული ახალი ხალის გამოჩენა ან არსებულის ზომის, ფორმის და ფერის შეცვლა საფრთხილოა. თუ ხალი გამაგრდა, სისხლი სდის ან მასში სითხე გროვდება, დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ.



5. სისხლი განავალში

image


სისხლი განავალში – ნაწლავების კიბოს ერთ–ერთი პირველი სიგნალი. ტუალეტში გასვლის რეჟიმის დარღვევა, ხშირი ყაბზობა ან თქვენთვის უჩვეულო სხვა სიმპტომები შფოთვის მიზეზი უნდა იყოს. სისხლი შარდში შარდის ბუშტის ან თირკმლის კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს.



6. შარდვის პრობლემები

image


გაჟონვა და ხშირი შარდვა ღამით, ასევე ტკივილი შარდვისას ნიშანია, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე არაა. კაცებში შეიძლება იყოს პროსტატის კიბოს ნიშანი, რომელსაც თან ახლავს ზურგის ქვედა ნაწილის, ანუსის, თეძოების და მენჯის არეში ტკივილი. ქალებიც ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ მათ აქვთ აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა მენსტრუაციის გარდა.



7. აუხსნელი ტკივილი

image


თუ აუხსნელი ტკივილი 4 კვირის განმავლობაში არ ქრება, ჯანმრთელობაზე სერიოზულად უნდა იდარდოთ. უმეტესად ტკივილს სიმსივნის ზეწოლა ახდენს ძვლებზე, ნერვებზე და ორგანოებზე.



8. გულძმარვა

image


გულძმარვის უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც დიდხანს არ ქრება, ექიმთან კონსულტანციის მიზეზია. კუჭის ან ყელის კიბოს განვითარების ნიშანი შეიძლება იყოს.



9. ყლაპვის პრობლემები

image


თუ საკვები მუდმივად ყელში გეჩხირებათ, ხოლო ყლაპვა გართულებული და მტკივნეულია, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. ეს საყლაპავის კიბოს მთავარი სიმპტომია.



10. ჭარბოფლიანობა ღამით

image


ღამით უხვი ოფლდენა სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს ყველაზე ხშირად ლიმფის დაავადების დროს ხდება. ამ ტიპის სიმსივნე ლიმფურ სისტემაზე მთელ ორგანიზმში ვითარდება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

2. ბაბუაწვერა კურნავს სიმსივნეს, ჰეპატიტს, თირკმლის, ღვიძლის და კუჭის დაავადებებს. აი, როგორ უნდა მოამზადოთ სწორად

3. ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

4. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

5. ამ წამლის შესახებ სტალინმა გაჩუმება ბრძანა: თეთრები ღირს და ყველაფერს კურნავს

6. 9 მოულოდნელი რამ, რასაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია

7. ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!

8. მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ (ნაწილი მეორე)

9. 2 ყველაზე ძლიერი და მკვებავი ნივთიერება დედამიწაზე

10. თაფლი, ნიორი, ლოცვა, ობი: როგორ ებრძოდნენ ადამიანები მიკრობებს სხვადასხვა დროს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
430
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
430