x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჩინელმა ქალმა კანის კინოფესტივალზე თავისი სიშ#შვლით ყველა შოკში ჩააგდო

image


რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს კინოს ერთ - ერთი ყველაზე პრესტიჟული კანის კინოფესტივალი უკვე დიდი ხანია, რაც კინოს ზეიმის ნაცვლად მხოლოდ თამამი სამოსის დემონსტრირების ადგილად იქცა. ცნობილი მსახიობები, მოდელები და ფესტივალის სტუმრები ათასობით ფოტოგრაფის ყურადღების მიპყრობას მხოლოდ სიშიშვლითა და ეპატაჟურობით ცდილობენ.


image


როცა მთელმა პლანეტამ თქვენი სახელი ზეპირად იცის, ბევრი საფიქრებელიც აღარ რჩება როგორ მიიპყროთ წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების ყურადღება, მაგრამ თუ თქვენი კარიერა ერთ ადგილზე გაიყინა და თქვენივე ქვეყნის ყვითელი პრესაც კი რთულად გიხსენებთ, მაშინ სერიოზული ძალისხმევის გაწევა კი ნამდვილად დაგჭირდებათ. მაგალითად, კანის კინოფესტივალზე ყურადღების მიქცევის მიზნით შეგიძლიათ ისეთი "ლუქით" გამოჩნდეთ, რომელიც იქ დამსწრე საზოგადოების სრულ შოკს გამოიწვევს, თქვენი ფოტოები კი უმალვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფოტოსააგენტოების გვერდებზე მოხვდება. ყურადღების მისაქცევად ზოგიერთი ფსონს ეპატაჟზე დებს და პუბლიკის წინაშე უცნაური ვარცხნილობით, ფრიკების კოსტიუმითა და აბსურდული აქსესუარებით ჩნდება, ხოლო აი, ზოგი კი, კარგად აპრობირებულ, ძველ კეთილ მეთოდს - საჯარო გაშიშვლებას მიმართავს.


image


სწორედ ამ მეორე კატეგორიას განეკუთვნება ჩვენი დღევანდელი გმირიც, უცნობი ჩინელი ქალბატონი, რომელიც წითელ ხალიჩაზე დედიშობილა გამოჩნდა და რომლის სახელი ფოტოგრაფებმაც კი წესიერად ვერ გაიგეს.


image


ვინ იყო ეს იდუმალი არსება ყველასთვის ბოლომდე მაინც საიდუმლოდ დარჩა: სავარაუდოდ, ის ჩინელი ან კორეელი მოდელი, მსახიობი ან იქაური წრეებისთვის კარგად ნაცნობი "სტილის ხატი" გახლდათ. ქალბატონი წითელ ხალიჩაზე ფილმ "ზაფხულის" პრემიერაზე გამოჩნდა, რომელიც კინოფესტივალზე კონკურსის ფარგლებში იქნა ნაჩვენები.


image


ფაქტია, რომ შავ, გამჭირვალე სამოსში გამოწყობილი უცნობი ქალბატონი, რომლის თამამი კომბინეზონიც მის "ღირსებებს" მთლიანად აშიშვლებდა კანის ფესტივალზე ყურადღების ცენტრში უმალვე მოექცა და მედიის მხრიდან განხილვის მთავარ ობიექტადაც იქცა.


imageimage








0
657
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
657