x
image
მე-ლანქოლიკი
ზამთრის 5 ნივთი, რომლებიც ნებისმიერ ულამაზეს ადამიანსაც კი დაუკარგავს შარმს
ზამთარში, როცა ცივა ყველა ჩვენგანი იძულებულია თბილად, რამდენიმე ფენა ტანსაცმელი ჩაიცვას. ეს ბუნებრივია, გვასუქებს და არც ისე ლამაზი შესახედია, თუმცა არსებობს ნივთები, რომლების არასწორად გამოყენებაც, რაც არ უნდა ლამაზი ვიყოთ, შარმს დაგვიკარგავს.



დიდი ზომის ნაქსოვი სვიტერი


image


დიდი ზომის სვიტერები ძალიან პოპულარულია, თუმცა იშვიათად თუ უხდებოდეს ვინმეს. „ოვერსაიზ“ სვიტერი თითქმის ყველა ტიპის სხეულს უფრო მსუქანს აჩენს.




ბეწვის ხალათი


image

ტანზე მომდგარ ბეწვის ხალათებს რთულად თუ იპოვით, თუმცა უფორმო ხალათის ნაცვლად, შეგიძლიათ შერჩიოთ ელეგანტური და ლამაზი ფორმის, რომელიც სხეულის ფორმას არ დააუშნოებს.



სვიტერი-კაბა


image

ქალური სტილის მოყვარულებს ცივ სეზონზე მეტად დახურული კაბების არჩევა უწევთ, მაგრამ ეს არ ღირს იმიჯის გაფუჭებად. ნაქსოვი სვიტერი-კაბა მთლაიანდ შთანთქავს თქვენს ფიგურას და გაურკვეველ ფორმას აძლევს. ამიტომ თბილი კაბის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.



კარდიგანი


image

უფორმო კარდიგანი უნდა მოაშოროთ თქვენი გარდერობიდან, რადგან არც ერთი ფორმის სხეულს არ უხდება. ჩანაცვლება შეგიძლიათ პიჯაკის სტილის კარდიგანით, რომელიც ქურთუკსაც მოგაგონებთ და სხეულს პირიქით გამოკვეთს.



ფართო ჰორიზონტალური ზოლები


image

ცნობილი მოსაზრებაა, რომ ტანსაცმელი ჰორიზონტალური ზოლებით ადამიანს მსუქანს აჩენს. თუ თქვენი გარდერობი ზოლიანი ტანსაცმლის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ჩაანაცვლეთ წვრილი ზოლებით. ვიწრო ზოლები შეიძლება თქვენ სასარგებლოდაც კი გამოიყენოთ.

0
150
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0