x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ვინ არის ყველაზე გულადი? – ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი მსოფლიოში
რა გემრიელიც არ უნდა იყოს ჩინური ჩაი, ჩვეულებრივ, არ ასოცირდება ადრენალინის გამოყოფასთან და სიკვდილის შიშთან. თუმცა ჩინეთში მთა ხუაშანზე მოახერხეს ჩაის და ადრენალინის გაერთიანება, რადგან სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე საშიში და სახიფათო საფეხმავლო ბილიკი, რომლის გავლით ტურისტები ხვდებიან ჩაის სახლში 2160 მეტრის სიმაღლეზე.



image



მთა ხუაშანი ჩვ.წ.აღ–მდე მე–2 საუკუნიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია დაოსებისთვის. იმ დროს მთის ძირში დაოსური ტაძარი იყო აშენებული. მას შემდეგ მომლოცველები და ბერები ცხოვრობენ მთაზე და მის გარშემო.



სახიფათო ბილიკების მთელი ქსელი საშუალებას აძლევთ მიაღწიონ ხუთ მწვერვალს, რომელთაგან თითოეულს აქვს რელიგიური შენობა, მაგალითად, ჩაის სახლი. ხუთივე მწვერვალი ერთად ლოტოსის ფურცლებს ქმნის. ტურისტების ნაკადის ზრდის გამო ბილიკები გაამაგრეს, მაგრამ მაინც ძალიან საშიშია და ცუდი რეპუტაცია აქვს. ამბობენ, რომ ამ ბილიკებიდან წელიწადში 100–მდე ადამიანი ვარდება.




image



მთა ხუაშანი დაოსიზმის ხუთი წმინდა მთიდან ერთ–ერთია.


image


ბილიკის ზოგიერთი ნაწილი მართლაც შიშისმომგვრელია.


image


ჩვ.წ.აღ–მდე მე–2 საუკუნიდან წმინდა ადგილად ითვლება.


image


ბერებმა და მომლოცველებმა ასეთი "საფეხურები" მთის წვერამდე ააშენეს.


image


ბილიკები გაამაგრეს, როცა ტურისტებს შორის ამ მარშრუტის პოპულარობა გაიზარდა.


image


მთის უმაღლესი მწვერვალი 2160 მეტრს აღწევს.


image


მთავარია, უყუროთ, სად მიდიხართ. უმჯობესია ქვემოთ არ ჩაიხედოთ.


image


ადგილობრივებმა ზოგიერთ ადგილას საფეხურები პირდაპირ მთის კედელში ამოჭრეს.


image


სხვა ადგილებში კი უსაფრთხოების ერთადერთი ზომა მხოლოდ რკინის ჯაჭვებია.


image


ამ ბილიკს ცუდი რეპუტაცია აქვს, თუმცა ეს არ აჩერებს ბევრ ავანტიურისტს, რომ სახიფათო გზა თავად გამოსცადონ.


image


რა თქმა უნდა, თუ ადრენალინმა მთლიანად აგავსოთ, ყოველთვის შეგიძლიათ დაისვენოთ ჭადრაკის პავილიონში.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში?

2. აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან

3. სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს

4. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

5. თავბრუდამხვევი ექსპერიმენტი: თვითმფრინავი გამჭვირვალე იატაკით

6. ეს არ არის ამერიკული მთები, არამედ გიჟური ხიდი იაპონიაში

7. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ

8. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

9. რა არის უჩვეულო ამ სახლებში?

10. დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
450
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
450