x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მორალი - არასოდეს გაეპაროთ ქმარს და არ აჰყვეთ შერეკილ დაქალს" - მწერალი დინა მირცხულავა

image

მწერალი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში არც თუ იშვიათად საინტერესო ჩანახატებს, ნოველებს თუ თავგადასავლებს აზიარებს ხოლმე.


ამჯერად კი ძველ სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც მას და მის მეგობარს თავს გადახდათ.



„დაჟე მანქანა უყიდა ქმარმა, ფეხით რომ არ ევლო მეტროსა და მარშუტკაში და ვინმეს თვალი არ გაეყოლებინა. პატარა ასაკში მოიტაცა ქმარმა და სუ სახლი, ბალღები, მასწავლებლები და ნუ როგორც ხდება. ჰოდა, შარშან ეს ქმარი საზღვარგარეთ გავაცილეთ.



ერთი კვირა ვადევნე თვალი და რიტმიდან რომ არ ამოვარდა და ისევ კდემას აწვებოდა, სახლში მივვარდი.



- არა, ვერ გამოვალ, ქმარი გაიგებსო.
- მიდი, ქალო, შვედეთში არ გაიგოს ვარკეთილში ხარ თუ ლესელიძის "მარგარიტაში"- მეთქი.

დედამთილი მივთიშეთ, მანქანა ჩუმად ამოვქოქეთ, და გნაა ***
მენიუ მოვითხოვეთ))*
შეკვეთას არ ვჩქარობთ - ჩვენი ჭკუით შემოვა ახლა ორი სიმპათიური ბიჭი, გვერდით მოგვისხდებიან, სუნამოს სუნით გაგვაბრუებენ, შეკვეთას მისცემენ და გადაიხდიან კიდეც (აი, ეგ ბოლო რაც დავწერე - მართლა მესიკვდილება )
ან ხელების დასაბანად გავდივარ და გამოსვლისას ვიღაცას ვეჯახები და ხელიდან მობილური მივარდება, ორივე ერთდროულად ვიხრებით ასაღებად და ჩემი თითები მის თითებს ეხება )))*....
ჩემი ფეხები - ვსხედვართ პოწოლიკებივით და ნაყინი შევუკვეთეთ ცალყბად.
შემოდიან და შემოდიან წყვილები*
წყვილები თუ არა ულვაშა ირანელები, არაბები, თურქები.
ჩვენ პატრიოტები ვართ და მაგათ ზედაც არ ვუყურებთ.

სანაყინესაც ფსკერი გამოვუჩინეთ და ნაცნობიც შემოვიდა (ცნობილი თეატრის ცნობილი მსახიობი) და თან ვიღაცას ურეკავს, აქ მოდიო.
მეთქი- გვეშველა, ძმაკაცს ეპატიჟება
რამდენიმე წუთში, იმისთანა მჩქეფარე გოგომ მოაკითხა, მაგიდის ქვეშ შევყავით თავები.
მოკლეედ, იმ დღეს ის მითი დაიმსხვარა, ქალებმა რომ ვიცით, კაცის მეტი რა არიო !

გამოვედით კუდამოძუებულები.
ჰო, ნაყინის ფული იმ მსახიობმა გადაგვიხადა, თორემ ახლა ჩემი ორმოცი გასული იქნებოდა.
ჯერ სადა ვარ თურმე.
გამოვედით და მანქანას ვეღარ ვპოულობთ, სად დავაყენეთ.
აქეთ ვეცით, იქით ვეცით, ვრეკავთ პატრულში, მეთორმეტე ოთახში, ნაცნობებთან, მეგობრებთან, ცნობათა ბიუროში გაგვდის ოფლი, მეათედ ვხვდებით ერთსა და იმავე ადგილას.
ჰოდა, უცებ ამის ტელეფონი რეკავს - ქმარია.
ლესელიძეზე, სომხური ეკლესიის წინ რა გინდაო?!
თურმე რაღაც უყენია მანქანას და როგორც კი სადმე კამერასთან გაივლის - ეგრევე ფიქსირდება ))*
ავყიჟინდიით .

- როგორ მიყვარხარო, ეს აქედან უყვირის.

იმან, ეგეთი რა დალიე შე დედა@@@ოო
მივედით მანქანასთან და უი, გასაღები არაა
"მარგარიტას" ტუალეტში დარჩენია ამ ლენჩს.
მე მანქანას არ მოვშორდი, ყოველი შემთხვევისთვის, ეგ გავარდა...
მალევე გამოჩნდა და თურქის კაცი მოსდევს - ასი, ასიც... არა?!
მორალი - არასოდეს გაეპაროთ ქმარს და არ აჰყვეთ შერეკილ დაქალს....“, - წერს დინა მირცხულავა.

0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0