x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
61 წლის ქალი პოლიციიდან პორნობიზნესში გადაერთო და ახლა უფრო ახალგაზრულად გამოიყურება
image

61 წლის ქალმა მიატოვა პოლიციაში სამსახური, ვებკამერის ბიზნესით დაკავდა და ახლა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება




61 წლის კანადელი ქალი უფრო ახალგაზრდად გამოყურება და თან გამდიდრდა მას შემდეგ, რაც პოლიცია მიატოვა და ვებკამერის წინ დაიწყო პოზირება ზრდასრული კონტენტისთვის, ინფორმაციას The Daily Star-ი ავრცელებს.



ბიანკა ჯაგი ქალაქ მონრეალიდან, ( კვებეკის პროვინცია), ქუჩებში 17 წლის განმავლობაში პატრულირებდა.



„ჩემს საქმეს ძალიან კარგად ვუძღვებოდი. ჩემი მთავარი ამოცანა იყო ხალხის დახმარება და მრავალი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული“, - იხსენებს ქალბატონი და დასძენს, რომ გამოძიებაშიც იყო ჩართული. გარდა ამისა, ჯაგი ხუთი წლის განმავლობაში რესტორანსაც ფლობდა, სანამ ის გაკოტრების ზღვარზე არ მივიდა და იძულებული გახდა დაეხურა.


2012 წელს ქალმა პოლიციაში სამსახური მიატოვა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნავს, იქ მუშაობა სიამოვნებას აღარ ანიჭებდა.


ჯაგს სჭირდებოდა ფული და ცვლილებები ცხოვრებაში, ამიტომ მან ფულის შოვნის ახალი გზების ძებნა დაიწყო. ყოფილი პოლიციელის თქმით, იმ მომენტში მან შეიტყო ვებკამერის ბიზნესის შესახებ.


ჯაგმა ვებკამერის მოდელად მოცადა თავი და სწრაფად მოიპოვა თაყვანისმცემლების დიდი რაოდენობა.

image

ქალს ჰქონდა მაღალი და სტაბილური შემოსავალი, პოლიციაში მუშაობის დროს კვირაში 470 ევროს გამომუშავებდა, ვებ-მოდელად მუშაობის დროს კი თითქმის სამჯერ მეტს შოულობდა, რომელსაც საკუთარ გარეგნობაზე ხარჯავდა, რათა კიდევ უფრო მეტი ეშოვა. ასე რომ, ჯაგმა სამჯერ გაიკეთა მკერდის ოპერაცია, აბდომინოპლასტიკა და ზედა ქუთუთოების ბლეფაროპლასტიკა. გარდა ამისა, ის რეგულარულად იკეთებს ბოტოქსის ინექციებს. ამის წყალობით, ჯაგი თავის ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, რასაც თაყვანისმცემლები ხშირად ამჩნევენ.

image

„ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი მეკითხება, შეცდომით ხომ არ მივუთითე ჩემი ასაკი“, - თქვა მან.

1
241
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
241
  
2023, 16 ნოემბერი, 20:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1