მსოფლიო უსირცხვილოები: 10 ისტორიული ფიგურა, რომელიც თავისი თავაშვებული ცხოვრების წესით იყო ცნობილი 2023, 15 ნოემბერი, 16:58 მონარქები და მეფეები, ისევე როგორც მათი მეორე ნახევრები ხშირად განიხილებიან როგორც ღვთისმოსავი, მოკრძალებული და მისაბაძი მაგალითები, თუმცა ეს საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით 10 უკიდურესად თავაშვებული ისტორიული ფიგურის შესახებ, რომელთა საქმენი "საგმირონი" ისტორიამ შემოგვინახა.მარია ალექსეევნა სალტიკოვაპრინცესა თავისი სილამაზით იყო განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც მარტივად იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ ღამით მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მალულად მიემართებოდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა.ფიდელ კასტროკუბის რევოლუციის ლიდერის, ფიდელ კასტროს ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კუბის დიქტატორი ბევრ ქალს ხვდებოდა, თუ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ კუბის პრეზიდენტს მთელი მმართველობის განმავლობაში კავშირი ათასამდე ქალთან ჰქონდა.ეკატერინე II დიდიიმპერატრიცა ეკატერინე მეტისმეტი ვნებიანობით იყო ცნობილი. ახალგაზრდობაში მას თურმე ოცდაათამდე საყვარელიც კი ჰყავდა, თუ იმპერატრიცას მამაკაცი მოეწონებოდა, ის მაშინვე მისი ფავორიტი ხდებოდა. ყველა ახალგაზრდა ეკატერინეს საძინებელში მოხვედრაზე და ახალი სტატუსისა თუ ფულადი ჯილდოს მიღებაზე ოცნებობდა.კალიგულაგანსაკუთრებული სისასტიკით ცნობილმა რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარმა ძალაუფლება ხელში ინტრიგებითა და ღალატით ჩაიგდო. ცხოვრებაში ერთადერთი რაც მას უყვარდა - ძალაუფლება და სექსი იყო. ქალებს კალიგულასი ეშინოდათ, ვინაიდან მას საყვარლებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება უყვარდა.ჯოვანა ნეაპოლელიჯოვანა სასიყვარულო თავგადასავლების მიმართ ცხოველ ინტერესს ახალგაზრდობიდანვე იჩენდა. მისი სარეცელი ათასზე მეტმა მამაკაცმა გაიარა, მეტიც, დედოფალს განსაკუთრებულ სიამოვნებას ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის მიღება ანიჭებდა.ჯორჯ გორდონ ბაირონიცნობილი ინგლისელი პოეტი ჯორჯ გორდონ ბაირონი არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ ქალებთან რომანებითაც იყო ცნობილი. ამბობენ, რომ წელიწადში მას 250 მშვენიერი სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის მსახიობებთან, მოახლეებთან და სახელმწიფო მოხელეების ცოლებთანაც კი, გარდა ამისა, ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ფულს გარკვეული მომსახურებისთვისაც ხშირად უხდიდა.ვალერია მესალინარომის იმპერატორის ცოლს იმდენად სიამოვნებდა მამაკაცებთან დროის ტარება რომ ის ბორდელში წასასვლელად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად სასახლეს ხშირად ღამითაც კი ტოვებდა.ლუი XIV"მეფე მზე" თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით უკვე 22 წლის ასაკში გახდა ცნობილი, თუმცა თავაშვებული ცხოვრების წესით გადაღლილმა ლუი XIV დე ბურბონმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ხმები დადიოდა, რომ ლუი მეუღლეს დაქორწინების შემდეგაც ღალატობდა და დროდადრო ბორდელებსაც სტუმრობდა.ელისაბედ პეტრეს ასულიელისაბედ I გატარებული ღამის შემდეგ მნიშვნელოვანი პოსტებითა და მაღალი წოდებებით არა მხოლოდ დიდგვაროვან მამაკაცებს, არამედ რიგითებსაც ანებივრებდა. ის ერთდროულად რამდენიმე საყვარლის მიღებასაც კი არ ერიდებოდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, იმპერატრიცასთან ღამის გათევაზე უარის შემთხვევაში, მამაკაცისთვის შესაძლოა სიცოცხლეც კი წაერთმიათ.ნერონინერონი ჯერ კიდევ პატარაობიდანვე გახდა მოწმე მამის ქალებთან ფიზიკური კავშირისა. რომის იმპერატორს ტემპერამენტი მემკვიდრეობით გადაეცა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ისიც მრუშობაში თავით გადაეშვა, მეტიც, მან სახელმწიფო საქმეები საერთოდ მიატოვა, რის გამოც ტახტიდან ჩამოაგდეს.486 შეფასება არ არის |