x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
8 ყველაზე ამორალური და გარყვნილი ქმედება, რომელსაც რომის იმპერატორები სჩადიოდნენ

image


ისტორიული წყაროების თანახმად, რომის იმპერატორები საოცარი სიბრძნით, სამართლიანობითა და სიკეთით გამოირჩეოდნენ, თუმცა ამავე წყაროებში რატომღაც არ არის ნახსენები იმ ამაზრზენი ფაქტების შესახებ, რასაც ისინი გამუდმებით სჩადიოდნენ. დღევანდელ სტატიაში მსურს სწორედ იმ 8 ყველაზე ამორალური და გარყვნილი ქმედების შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ანტიკური სამყაროს მმართველებს მიეწერებათ.




ცხოველური თამაშები


image


ნერონი იმდენად გარყვნილი იყო რომ თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამუდმებით სულ უფრო და უფრო ამაზრზენ გზებს იგონებდა. "საბოლოოდ, მან ერთგვარი თამაშიც კი მოიფიქრა, სადაც ის გალიიდან რომელიღაც გარეული ცხოველის ტყავში გახვეული მხეცივით გამოვარდებოდა და ბოძზე გაკრული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებს ემთხვეოდა, შემდეგ კი გიჟური ლტოლვით დორიფორისკენ (ქანდაკება - "შუბის მატარებელი") გაეშურებოდა".





ძმისშვილზე ქორწინება


image


იმპერატორმა კლავდიუსმა საკუთარ ძმისშვილ, აგრიპინაზე (საბედნიეროდ, მისი ძმა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო) დაქორწინება გადაწყვიტა, მას შემდეგ კი, რაც მან მისი კოცნისა და მოფერების უფლება მოიპოვა, სენატის სხდომაზე ზოგიერთ წევრს აფიქრებინა რომ ის იძულებული იყო მასზე იმ მოტივით დაქორწინებულიყო, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა. კლავდიუსი ასევე დაჟინებით ითხოვდა, რომ ასევე სხვებსაც მისცემოდათ ისეთი კავშირების დაკანონების უფლება, რომლებიც ინცესტურად ითვლებოდა.





საიმპერატორო ბორდელის დაარსება


image


მართალია, კალიგულა ფულის ხარჯვაზე გიჟდებოდა, თუმცა მისი შოვნა არ იცოდა. ხაზინის ამოწურვის შემდეგ მან სასახლის ბორდელად ქცევა გადაწყვიტა, ამისთვის კი რომის იმპერატორმა რამდენიმე ოთახი გამოყო, სადაც შიშველი ქალები განათავსა, შემდეგ კი ქალაქის ყველა კუთხეში მსახურები მიავლინა, რათა მათ სასახლეში სიამოვნების მისაღებად კაცები და მოხუცები მიეწვიათ.





ცოლი კაცისგან


image


და აქ საუბარი ერთსქესიანთა ქორწინებაზე არ არის, ნუ თითქმის არ არის... ნერონმა მამაკაცისგან ქალის შექმნა ყველაზე ცუდი გზით გადაწყვიტა. მან სპორუსი დაასაჭურისა და რეალურად მის ქალად ქცევას შეეცადა, რომელზეც ყველა ტრადიციის დაცვით იქორწინა. ნერონმა ის საკუთარ სასახლეშიც წაიყვანა და როგორც საკუთარ ცოლს ისე ექცეოდა.



მეძავობით დაკავებული იმპერატორი


image


იმპერატორმა ჰელიოგაბალუსმა ამ მხრივ კალიგულასაც კი აჯობა. მან ბორდელი არამარტო სასახლეში მოაწყო, არამედ იქ თავადაც მეძავად მუშაობდა. "ის ფულს საკუთარი კლიენტებისგან აგროვებდა და შემოსავალზე ყოველთვის ღელავდა. ჰელიოგაბალუსი თავის თანამოაზრეებთან ერთად ამ სამარცხვინო საქციელის გამო კამათობდა კიდეც, ამტკიცებდა რა რომ მათზე მეტი საყვარელი ჰყავდა და მეტ ფულსაც შოულობდა".





ინცესტი


image


სექსუალური გარყვნილების დონით ნერონს შეეძლო კალიგულაც კი გაეწითლებინა! რომის იმპერატორს საკუთარ დედასთან აგრიპინასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა! "როგორც თანამედროვეები წერდნენ, როცა დედასთან ერთად ის პალანკინით გადადგილდებოდა, მასთან ამ დროს ინცესტუალური ურთიერთობა ჰქონდა, რაც მის ტანსაცმელზე არსებული ლაქებიდან ჩანდა". ნერონმა საბოლოოდ, დედის მოკვლა დაზიანებულ ნავში ჩასმით სცადა.





პედოფილია


image


იმპერატორ ტიბერიუსს სიამოვნების მიღების ორი გზა ჰქონდა: უყვარდა ცურვა და ბავშვების გარემოცვაში ყოფნა, ამიტომ მან ამ ორი სიამოვნების ერთში გაერთიანება გადაწყვიტა: "ის, პატარა ბიჭებს, რომლებსაც ის "ტოდლერებს" უწოდებდა, ასწავლიდა თუ როგორ უნდა ეხოხათ მის ბარძაყებს შორის და საბანაოდ მიმავალი ლოკვითა და კბენით გაეღიზიანებინათ". რა ამაზრზენია!





სექს - გაჩერებები


image


თავისი შორეული მოგზაურობები კიდევ უფრო სასიამოვნო რომ გაეხადა ნერონმა კიდევ ერთი "ორიგინალური" იდეა მოიფიქრა - მან გზებზე მეძავებით სავსე "გაჩერების" პუნქტები განათავსა.








0
1252
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1252