საზოგადოება „ბოტოქსი არ გამიკეთებია, 2008-ში ნერვიულ ფონზე სახე დამისივდა“ - სააკაშვილი 2023, 14 ნოემბერი, 19:45
.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა და ე.წ. ბოტოქსის საქმეზე ისაუბრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მაშინდელი პრეზიდენტის სახის პროცედურებზე სერიოზული თანხები ბიუჯეტიდან დაფარა. ახლა კი სააკაშვილი ციხიდან ამბობს, რომ ეს ბოტოქსი კი არ იყო, უბრალოდ ომის შემდგომი ნერვიულობის ფონზე სახე დაუსივდა და პროცედურებს ამიტომ იტარებდა:
.
"რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე... გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, თუ ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებშიც შეგიძლიათ, რომ ნახოთ როგორ არის დასივებული სახე 2008 წლის შემდეგ და რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს", - განაცხადა სააკაშვილმა. 194 2-ს მოსწონს
|