x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ცნობილი უიღბლო ლამაზმანები, რომლებიც ახალგაზრდები გარდაიცვალნენ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.


image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილი ლამზმანის ტრაგიკულ ისტორიას, რომლებიც ახალგაზრდები გარდაიცვალნენ.



ცნობილი უიღბლო ლამაზმანები, რომლებიც ახალგაზრდები გარდაიცვალნენ





1. კრისი ტეილორი. (1978−1995)image

კრისის კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მისმა უფროსმა დამ ნიკიმ ის მიიყვანა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში. თავდაპირველად, გოგონები მიიწვიეს ერთად სამუშაოდ: ისინი ერთად წავიდნენ მილანის მოდის კვირეულზე, თინეიჯერული ჟურნალებისთვის გადასაღებად და Cover Girl კოსმეტიკის რეკლამირებისთვის. თუმცა, დროთა განმავლობაში, კრისიმ მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიქცევა, როგორც სოლო ვარსკვლავმა: ის გადაიღო მოდის სახლებმა Elle, Seventeen, Cosmopolitan, Glamour და Vogue.


კრისის სიცოცხლე შეწყდა, როდესაც ის 17 წლის იყო. ნიკიმ თავისი და უგონო მდგომარეობაში იპოვა - მიზეზი იყო ასთმის გართულებული შეტევა (კრისი ბავშვობიდან იყენებდა ინჰალატორს).





2. ჯია კარანჯი. (1960−1986)image

80-იანი წლების მოდის სამყაროსთვის სახელი ჯია კარანჯი იგივეს ნიშნავდა, რასაც 90-იან წლებში კეიტ მოსი. სწორედ კარანჯის წყალობით აღმოჩნდა სინდი კროუფორდი წარმატების ტალღაზე: მას "პატარა ჯია" ეძახდნენ.


18 წლის ასაკში ჯია ფილადელფიიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მისი კარიერა პროვოკაციით დაიწყო: ფოტოგრაფმა კრის ფონ ვანგენჰეიმმა გადაიღო რამდენიმე ფოტო, სადაც ჯია შიშველი იდგა ჯაჭვის ქსელის უკან, რის შემდეგაც მოდელი გამოჩნდა Vogue-სა და Cosmopolitan-ის გარეკანებზე.


თავდაპირველად მოდელი კოკაინში ეძებდა ხსნას, ხოლო მისი ახლო მეგობრის, მოდელის ვილჰელმინა კუპერის გარდაცვალების შემდეგ ჯიამ ჰეროინის მოხმარება დაიწყო.


ემოციები, ისტერიკა, დეპრესია, ახირება და დაღლილობა - ამ ყველაფერმა გაანადგურა მოდელის კარიერა და, რა თქმა უნდა, კარანჯის ჯანმრთელობა. გოგონა გადასაღებ მოედანზეც კი ჰეროინს იყენებდა და ამაზე მისი გუნდი ყოველთვის თვალს ხუჭავდა, ის ხომ ვარსკვლავი იყო. თუმცა, ჟურნალები ბოლოს უარს ამბობდნენ ჯიასთან მუშაობაზე: ბოლო წვეთი იყო 1980 წლის ნოემბრის ამერიკული Vogue-ის ფოტოები, სადაც მოდელის ხელებზე ინექციის ნიშნები ჩანდა.


ბედის ირონიით, კარანჯის საუკეთესო ქავერი იყო მისი ბოლო ქავერი Cosmopolitan-ისთვის 1982 წელს, რომელიც გადაღებულია მოკლე პერსპექტივაში. თუმცა, მისი კარიერა მომდევნო წელს დასრულდა. 1986 წელს ჯიას შიდსის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო 18 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა და გახდა პირველი ცნობილი ქალი შეერთებულ შტატებში, რომელიც გარდაიცვალა შიდსისგან.




3. მონიკა სპირი. (1984−2014)

image

მონიკა 2004 წელს გახდა "ყველაზე ლამაზი ქალი ვენესუელაში", ხოლო 2005 წელს სილამაზის დედოფალმა ქვეყანა წარმოადგინა Miss Universe-ს კონკურსზე. იმ დროისთვის მონიკა განქორწინებული იყო, მაგრამ ურთიერთობა ჰქონდა თომას ბერისთან, მისი ხუთი წლის ქალიშვილის მამასთან. ოჯახი ხშირად ატარებდა შაბათ-კვირას და არდადეგებს და საბედისწერო შემთხვევაც სწორედ მათთან ერთად ყოფნის დროს, 2014 წლის ახალი წლის დღეებში მოხდა.



მოგზაურობისას, სადაც მონიკა ყოფილ ქმართან და ბავშვთან ერთად მანქანით მიემგზავრებოდა, რაღაც ბასრს გადაუეს, რის გამოც ორი საბურავი ერთდროულად გასკდა. თავად ინციდენტს მათთვის რაიმე დაზიანებები არ მოჰყოლია, ოჯახმა პოლიცია გამოიძახა და დახმარებას ელოდა. სამწუხაროდ, ადგილობრივი მძარცველები შემთხვევის ადგილზე პოლიციაზე ადრე მივიდნენ.


მათი ყურადღება გზის პირას ძვირადღირებულმა მანქანამ მიიპყრო და მონიკას და თომასს ესროლეს. მათი ქალიშვილი სასწაულებრივად გადარჩა. პოლიცია ფაქტიურად რამდენიმე წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე და მკვლელები დააკავა, მაგრამ ეს მცირე ნუგეში იყო მათი ოჯახისთვის. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ამ ტრაგედიას "ათწლეულის დაკარგვა" უწოდა და გამოძიებას პირადად ხელმძღვანელობდა.




4. კონი კრესკი. (1946- 1995)image

წარმატებას ქერა კონიმ 1968 წელს Playboy-ში გადაღებების შემდეგ მიაღწია, შემდეგ მოდელმა გადაწყვიტა დაეწყო საკუთარი თავის გამოცდა ფილმებში. კონიმ მოახერხა მაღალი დონის კარიერის გაკეთება ეკრანზე. ის პოპულარული იყო ჰოლივუდში. მსახიობისა და მოდელის ცხოვრება 48 წლის ასაკში შეწყდა, როდესაც მან ფილტვის კიბო ვერ დაამარცხა.




5. ლანა კლარკსონი. (1962−2003)image

40 წლის ლანა კლარკსონი, მსახიობი და მოდელი, გაუწონასწორებელი მუსიკალური პროდიუსერის ფილ სპექტორის მსხვერპლი გახდა, რომელმაც კამათის დროს საკუთარ სახლში ესროლა და მოკლა ქალი (პროდიუსერსა და მოდელს არანაირი ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ) . სპექტორი ამჟამად მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.




6. ნაფისა ჯოზეფი. (1978−2004)image

ინდოელმა ლამაზმანმა ნაფისამ 12 წლის ასაკში დაიწყო მოდელად მუშაობა და 19 წლის ასაკში გაიმარჯვა მის ინდოეთის კონკურსში და გახდა კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. როგორც თავისი ქვეყნის სილამაზის დედოფალი, ნაფისა წავიდა მის სამყაროს კონკურსზე, სადაც მოხვდა ათეულში.


ნაფისამ დაიწყო წარმატებული კარიერის აშენება, როგორც ტელეწამყვანი, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო პროექტებში. 26 წლის ასაკში ნაფისამ თავი ჩამოიხრჩო... ჭორების მიხედვით, თვითმკვლელობის მიზეზი მამაკაცი იყო, რომელმაც ლამაზმანი მოატყუა და მასთან დაგეგმილი ქორწილი გააუქმა.




7. მარგო ლუიზა ჰემინგუეი. (1954−1996)image

ამერიკელ მოდელსა და მსახიობს, მწერალ ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილს ადრეულ ასაკში გაუჩნდა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მოგვიანებით მოიცავდა ბულიმიას, ეპილეფსიას და დისლექსიას. და მაინც ის ლამაზმანი იყო: მარგო ლუიზი გახდა პირველი მოდელი ისტორიაში, რომელსაც მილიონ დოლარიანი კონტრაქტი მიენიჭა (გოგონა წარმოადგენდა Babe-ს სურნელს).


ლამაზმანი ბევრს მუსაობდა, თუმცა ბევრსაც ერთობოდა. ის დამოკიდებული არა მხოლოდ სასმელზე, არამედ ნარკოტიკებზეც გახდა. როგორც მისი ცნობილი ბაბუა, მარგოც ხშირად განიცდიდა კლინიკური დეპრესიის შეტევებს. 1996 წლის ზაფხულში მარგო ლუიზი გარდაცვლილი იპოვეს: მოდელი გარდაიცვალა ბარბიტურატის ჭარბი დოზირებით.



0
516
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0