x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137609
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ატლანტიდა აღმოაჩინეს?

image
დღევანდელ მსოფლიოს აქვს მრავალი ადგილი, სადაც უძველესი საიდუმლოებები ინახება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი შავი ზღვაა.

ყველაზე პოპულარული თემა ახლა არის შავი ზღვის ფსკერზე ჩაძირული ატლანტიდის ცივილიზაცია. ლეგენდარული ატლანტიკური ცივილიზაციის ისტორია მოდის დიდი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის ისტორიებიდან დიალოგში "ტიმეი და კრიტი" (დაახლოებით 360 წლიდან).

პლატონის თქმით, ატლანტის ოკეანეში ატლანტიდა მძლავრი საზღვაო ცივილიზაცია იყო, რომელიც ძველი ლიბიისა და აზიის მცირე (თანამედროვე თურქეთი) ტერიტორიას აღემატებოდა და მისი დიდი მეფეები თავდაპირველად მოდიოდნენ ზღვის ღმერთის, პოსეიდონისგან.

image


ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ატლანტიდის ცივილიზაციამ დიდი ტერიტორიები დაიპყრო, მათ შორის, დასავლეთ ევროპა და აფრიკა. ატლანტიდების მეფობა გაგრძელდა ათენში ჩასვლამდე, რა დროსაც, რაღაც კატასტროფული მოვლენის შემდეგ მთელი ცივილიზაცია ერთ დღესა და ღამეში ჩაიძირა. ზღვაში ჩაძირვის გამო, მის მერე არის კამათი, მისი არსებობისა და ჭეშმარიტი ადგილის შესახებ.

ხშირად ამბობდნენ, რომ ატლანტიდის ცივილიზაცია, უბრალოდ, პლატონის მიერ გამოგონილი ალეგორიული ამბავი იყო პოლიტიკის სირთულეების საილუსტრაციოდ, მაგრამ მაინც ბევრს სწამდა, რომ ის ნამდვილად არსებობდა. ატლანტიდის ძიება, ათასობით წლის ლეგენდა გახდა.image

საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ ითქვა, რომ ატლანტიდა აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ადგილზე:- ჩრდილოეთის ზღვაში, დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში, ასევე, ანტარქტიკაში, ინდონეზიაში, კარიბის ზღვისპირეთში და აფრიკის სანაპიროზე.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია ისაა, რომ ატლანტიდი წარმოადგენდა მინოანის ცივილიზაციას, რომელიც მდებარეობდა კუნძულ კრიტზე და სანტორინზე. ის განადგურდა კატასტროფული ვულკანური ამოფრქვევისა და ცუნამის შედეგად.

image

კიდევ ერთი თეორია, რომელმაც ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვა, ის არის, რომ ატლანტიდა რეალურად მდებარეობს შავი ზღვის ფსკერზე, ის დიდი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა 5600 წელს ჩვენს ერამდე.

მოსაზრება, რომ რეგიონში ძლიერი წყალდიდობა მოხდა, არ არის გამოგონილი, რადგან ჩატარდა უამრავი გამოკვლევა. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 300 დღის განმავლობაში წყალი ხმელთაშუა ზღვიდან ბოსფორის გამოვლით შავ ზღაში ფენომენალური სიჩქარით ჩაედინებოდა და სწრაფად დატბორა მიწა. სხვა კვლევებმა დაადასტურა ეს დასკვნები, რომ წყალდიდობა მართლაც მოხდა რეგიონში. მიუხედავად ამისა, მაინც კამათობდნენ წყალდიდობის მოცულობის შესახებ.image

იყო რამდენიმე მკვლევარი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ატლანტიდა შავ ზღვაში იმყოფებოდა.

შავ ზღვაში ატლანტიდის მოსალოდნელი სავარაუდო ადგილებია ყირიმის ან თურქეთის სანაპირო.

ასეთ თეორიას ეთანხმება ერთ-ერთი განთქმული მკვლევარი, წყალქვეშა არქეოლოგი რობერტ ბალარდი, რომელიც ცნობილია იმით, რომ 1985 წელს იპოვა ტიტანიკის ნარჩენები. ბალარდი ეთანხმება თეორიას, რომ დიდი წყალდიდობა და დატბორვა მოხდა მთელს რეგიონში 5000 წელს ჩვენს ერამდე.image
მკვლევართა გუნდმა გამოიყენა რობოტირებული წყალქვეშა ნავები შავი ზღვის ფსკერის შესასწავლად და აღმოაჩინეს უძველესი დატბორილი სანაპირო ზოლი 400 მეტრის სიღრმეზე. ადამიანური საცხოვრებელის ნანგრევები, ხელოვნურად მოთავსებული ქვის მართკუთხედი სტრუქტურის შენობები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ფერმა.

ეს აღმოჩენა ამძაფრებს ეჭვებს, რომ ჩვენს ერამდე დატბორვა მართლაც მოხდა რეგიონში და ეს ნარჩენები შეიძლება ატლანტიდის ცივილიზაციისა.


.

1
2398
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
2398
  
ათ ლანდითა!
ლანდია, ჰო ლანდია, ზე ლანდია, იოტ ლანდია, შუათ ლანდია, გარე ლანდია, ის ლანდია, ი რა ლანდია?... ასეთი ლანდი ათი იყო და ოკეანაესაცა "ათ ლანდით" არქვეს. ათ ლანდითას "კან არი".
0 1 1