x
image
hamunaptra1990
შაკირამ თავისი ფეხმძიმობის პირველი ფოტო განათავსა სოციალურ ქსელში

image შაკირა პირველად უკეთებს დემონსტრირებას თავის მომრგვალებულ მუცელს. ეს სურათი მან განათავსა რამდენიმე დღის წინ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამ ფოტომ შაკირას თაყვანისმცემლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია: სურათს 700 ათასზე მეტი მოწონება და 50 ათასზე მეტი კომენტარი აქვს.

შაკირამ თავისი ფეხმძიმობის შესახებ საზოგადოებას ასევე facebook-ის საშუალებით ამცნო ერთი თვის წინ, სადაც იგი წერდა რომ იგი და პიკე ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ელოდებიან ბავშვს და მადლობას უხდიდა თავის თაყვანისმცემლებს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი პიკე უკვე ორი წელია რაც ერთად არიან და ამჟამად ისინი ერთად ცხოვრობენ.


3
743
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
743
  
0 1 3