სხვა წმინდა მდინარე განგის შოკისმომგვრელი ფოტოები, სადაც მიცვალებულთა კრემაცია ხდება 2023, 12 ნოემბერი, 9:41 ვარანასი - ინდუსებისთვის შვიდი წმინდა ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონზე მეტი რელიგიური მომლოცველი იკრიბება. ლეგენდის თანახმად, ის ღმერთმა შივამ 5 ათასზე მეტი წლის წინ ააშენა, მაგრამ მთავარი, რაც ვარანასის შესახებ უნდა იცოდეთ არის ის, რომ ის- მიცვალებულთა ქალაქია. ბუნების წარმოუდგენელი სილამაზისა და პეიზაჟების, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი კლიმატისა და განვითარებული ცივილიზაციების გარდა, ზოგჯერ ცხოვრებაში შეიძლება სრულიად გაუგებარ და შემზარავ ადგილებსაც გადააწყდეთ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინდოეთში მდებარე - მიცვალებულთა ქალაქი - ვარანასია. ყოველი ინდუსი სიცოცხლის დასრულებას და დაწვას სწორედ ვარანასში ოცნებობს, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად სიველურედ ჟღერს.![]() ქალაქის ცენტრს მდინარე განგის სანაპირო წარმოადგენს
![]() ![]() სანაპიროდან ცოტა მოშორებით ფაქტობრივად სასაფლაო-კრემატორიუმი იწყება![]() ![]() ![]() ინდუსებს სჯერათ, რომ წმინდა მდინარე განგის ნაპირზე კრემაცია გარდაცვლილის კარმას გაასუფთავებს და ის მომავალ ცხოვრებაში ბედნიერებას ჰპოვებს.![]() ![]() ამ ქალაქში ჩასული ტურისტები მას ხშირად საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანს ადარებენ, სადაც გარშემო ყველგან სხეულები იწვის და საშინელი სუნი დგას.![]() კოცონზე კრემაცია ადგილობრივი სტანდარტებით საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ყველა ინდუსს არ შეუძლია თავს ამის ფუფუნების უფლება მისცეს.![]() არსებობს ასევე ადამიანთა ისეთი კატეგორიებიც, რომელთა კრემაციაც არ შეიძლება: ესენი არიან ორსულები, 13 წლამდე ასაკის ბავშვები და ასკეტები. როგორც წესი, მათ ქვაზე აკრავენ და ფსკერზე უშვებენ.![]() ასე რომ, მდინარე განგის ფსკერზე არაკრემირებული გვამების სასაფლაო ყოველწლიურად 45 ათასი გვამით იზრდება.![]() ![]() დღესდღეობით, წმინდა მდინარე განგი მსოფლიოს 5 ყველაზე დაბინძურებულ მდინარეს შორის არის.
![]() ![]() ![]() ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები და ცხოვრების წესი ევროპელებს შოკში აგდებთ, თუმცა თავად ვარანასის მაცხოვრებლებისთვის ასეთი ცხოვრება საკმაოდ ჩვეულებრივია. 2000-იან წლებში მეცნიერებმა მდინარე განგის წყალს სიცოცხლისთვის სახიფათო უწოდეს, თუმცა გაგიკვირდებათ და, ინდუსები მასში არა მხოლოდ ბანაობენ, არამედ მას სასმელადაც იყენებენ.
228 შეფასება არ არის |