კონფლიქტები "უკრაინას მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლია"-რას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი 2015 წელს? 2023, 11 ნოემბერი, 13:33
საქართველოს ექს-პრეზიდენტის აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვაშინგტონი უკრაინას დაეხმარება.
განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინულ ტელეარხ 24 -ის ეთერში 2015 წლის თებერვალში გააკეთა: "თუ მათ შესაბამის ცოდნას, უნარებს და შეიარაღებას მივცემთ, ისინი მთელ რუსეთს დაიპყრობენ". სააკაშვილის აზრით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სუსტი წერტილი მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღია. "უფრო თანამედროვე აშშ-ს გააჩნია და თუ მათ გადასცემს და უკრაინა პირველ 50 რუსულ ტანკს დააზიანებს, მაშინ საქმე სულ სხვაგვარად წარიმართება." ამასთანავე სააკაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება ამერიკის თავებმა მოიფიქრონ და უკრაინას უპილოტო თვითმფრინავებით და არტილერიით დაეხმარონ. "შეერთებული შტატები მზადაა უკრაინას „მზარდი“ დახმარება გაუწიოს, რადგან ხედავენ, რომ ის მზადაა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, რომლებიც შეერთებული შტატების პრიორიტეტია-"დარწმუნებულია სააკაშვილი. ექს-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ოფიცრები უკრაინაში იბრძოდნენ, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ქართველი ოფიცრები, რომლებსაც ამერიკელები ამზადებდნენ, ახლა უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ. "უკრაინელი სამხედრო მსახურობს ლუგანსკში, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა და იქ დაკარგა შვილი. ანუ ეს არის განუყოფელი კავშირი უკრაინასა და საქართველოს შორის", - ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა. 138 2-ს მოსწონს
|