x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებმაც სასტუმროებში სკანდალები მოაწყვეს
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image


უზარმაზარი ჰონორარის მფლობელი და მსოფლიოში ცნობადი ვარსკვლავები ზოგჯერ ყველაზე არასასურველი სტუმრები აღმოჩნდებიან ხოლმე სასტუმროებში. ზოგიერთი სასტუმროს ადმინისტრაცია კანკალებს ამ ვარსკვლავების ჩამოსვლაზე და ზოგჯერ უარს ამბობს მათ მომსახურებაზე. რატომ? სწორედ დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.



ვარსკვლავები, რომლებმაც სასტუმროებში სკანდალები მოაწყვეს



1. ჯონი დეპი და ქეით მოსი. image


ამ წყვილის შორეულ 90-იან წლებში ჩხუბის შესახებ ვინ აღარ წერდა. ერთ დღეს, ბრაზისა და მგზნებარე დაპირისპირების დროს, შეყვარებულებმა გაანადგურეს ლუქსი ნიუ-იორკში, The Mark Hotel-ში. მაშინ კონფლიქტის ინიციატორი იყო ქეითი, რომელმაც მოულოდნელად განუცხადა თავის მეგობარ ბიჭს - ჯონის, რომ დაშორება სურდა. როგორც კი ჯონი დააკავეს სასტუმროს ნომრის დამტვრევისთვის, მოდელმა მოინანია და მას მარადიული სიყვარული შეჰფიცა. ამბობენ, რომ წყვილი დღემდე ამ სასტუმროს "პერსონა ნონ გრატაა". (პერსონა ნონ გრატა - ლათინური ტერმინი, რომელიც ნიშნავს არასასურველ პირს. ასე მოიხსენიება დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური, სხვა დიპლომატიური აგენტი, რომელმაც დიპლომატიურ საქმიანობასთან შეუთავსებელი ქმედება ჩაიდინა)





2. ბრიტნი სპირსი. image

10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ბრიტნის ალკოჰოლური თავგადასავლების დავიწყება შეუძლებელია. ამრიგად, პოპ პრინცესას ჰოლივუდის სასტუმროში "Chateau Marmont" აღარ უშვებენ. ასევე, აეკრძალა შესვლა სასტუმროში "Mondrian Hotel". მიზეზი მისი სიმთვრალე და შეუფერებელი ქცევებია.





3. კორტნი ლავი. image

10 წლის წინ კორტნი ლავიც დაბლოკა რამდენიმე სასტუმრომ. 43 წლის იუბილეზე მსახიობმა წვეულება მოაწყო ლონდონის ერთ-ერთ სასტუმრო "Covent Garden Hotel"-ში. მეორე დილით მდიდრული ოთახიდან კვალიც აღარ დარჩა. კორტნიმ ბანკეტის ადგილი, მათ შორის უზარმაზარი საწოლი უბრალოდ გააქრო. ვარსკვლავმა ასევე მიიღო ბლოკი ლონდონის სხვა სასტუმრო "Claridge's"-დან, სადაც მან ხანძარი გააჩინა.





4. ლინდსი ლოჰანი. image

"ცუდი გოგონა" ლინდსი ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანია, რომელსაც რამდენიმე სასტუმრო მასპინძლობას არ უწევს. რა თქმა უნდა, ბევრი სასტუმროა, სადაც ლოჰანს დაძაბული ღიმილით ხვდებიან იმ იმედით, რომ ვარსკვლავი მშვიდად გაათევს ღამეს და წავა, მაგრამ ის დასავლეთ ჰოლივუდში 40 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში (2012 წელს) ცხოვრობდა სასტუმრო "Chateau Marmont"-ში და, თითქმის მშობლიური მიწის დატოვების შემდეგ, არც ერთი "თეთრი" არ გადაიხადა. 5 წლით ადრე ლოჰანმა ასევე "თავი გამოიჩინა" სასტუმრო "Shutters on Beach"-ში სანტა მონიკაში. მსახიობმა და მისმა მეგობარმა რაილი ჯაილსმა მოახერხეს ოთახში ისეთი ქარიშხლის დატრიალება, რომ სასტუმროს თანამშრომლებს დასუფთავებისა და სადეზინფექციო ჯგუფის გამოძახება მოუწიათ!




5. მერაია ქერი. image

მართალია, საყვარელმა მერაიამ არაფერი გაანადგურა, მაგრამ ამ ვარსკვლავსაც აქვს თავისი უჩვეულო "სასტუმროს ისტორია". მომღერალი დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ მას, არამედ მის შინაურ ცხოველებსაც აქვთ მდიდრული დასვენების უფლება. ასე რომ, სამი წლის წინ მან იქირავა სასტუმრო "Paw Seasons" ბრისტოლში, ინგლისი, სპეციალიზებული პაკეტი ცხოველებისთვის, თავისი რვა ძაღლისთვის. შინაურმა ცხოველებმა მშვენივრად გაატარეს დრო: იძინეს საკუთარ საწოლებში, სეირნობდნენ სანაპიროზე, კავდებოდნენ სერფინგით და სადილობდნენ საყვარელი პატრონის მიერ შემუშავებული მენიუს მიხედვით. ძაღლებს ასევე ჰქონდათ საშუალება ეთამაშათ თამაშები, არნახულად დაებანათ და ეყურებინათ ფილმებისთვის "ლესი" და "101 დალმატინელი. ცხოველების სასტუმროში რამდენიმე დღე მომღერალს 15 ათასი ფუნტი დაუჯდა, თუმცა გადაიხადა თუ არა საფასური...



0
32
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0