სხვა რატომ აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირში მაინცდამიანც "რომბებიან" რკინა-ბეტონის ღობეს? 2023, 10 ნოემბერი, 13:14 ![]() საბჭოთა კავშირში თითქმის ყველაფერი - შენობიდან ღობეებამდე - სტანდარტიზებული იყო, ამიტომ მათ უკიდეგანო იმპერიის ყველა კუთხეში შეხვდებოდით . სსრკ-ში ყველაზე პოპულარული ღობე იყო ბეტონის ღობე "რომბებით". რატომ ჩვეულებრივ ბრტყელი არა? ან კვადრატები, წრეები ან ორნამენტებით? ახლავე გავერკვევით. საბჭოთა ბეტონის ღობე "რომბებით" ატარებდა ოფიციალურ სახელს"Плита ограждения – 2"(შემოსაღობი ფილა-2). ოფიციალური პირების მოთხოვნით, იგი შეიმუშავა "მოსგორსტროიმატერიალის" მთავარმა არქიტექტორმა ბორის ლახმანმა 1970-იან წლებში. ეს ღობე პირველად იქნა წარმოდგენილი 1974 წელს ВДНХ-ს გამოფენაზე, რის გამოც ლაჩმანმა მიიღო ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია. ![]() არქიტექტორის წინაშე დადგა ამოცანა, მოეფიქრებინა ღობის ისეთი დიზაინი, რომელიც იქნებოდა შედარებით ლამაზი, იაფი და ამავე დროს საიმედო. მოთხოვნები კი ასეთი იყო: *მონოლითური ღობე (სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის სამხედრო ნაწილების შეუღწევადობის უზრუნველსაყოფად).; *ხმის საიზოლაციო თვისებებით (მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ხმაურის შესამცირება, ვინაიდან ადრე ქარხნები და ფაბრიკები დიდი ქალაქებში ძირითადად დიდ საცხოვრებელ ადგილებთან იყო). *სექციური მონტაჟი (შესაძლებელი ყოფილიყი განადგურებული ან დაზიანებული მონაკვეთის შეცვლა მთლიანი ღობის დემონტაჟის გარეშე). *არ დასჭირდეს შეღებვა (წარმოების ხარჯების შესამცირებლად). ასეთი ღობე განკუთვნილი იყო საწარმოების, სამხედრო ნაწილების, რკინიგზის სადგურების, ციხეების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული სტადიონების, პარკებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად. ![]() დიზაინი შემთხვევით არ არის არჩეული. ტექნიკური რომბები ასრულებდნენ შემდეგ ოთხ ამოცანას: 1)დამატებითი მექანიკური მდგრადობის უზრუნველყოფა - ისინი მოქმედებენ როგორც "ნეკნები." 2) ხმის ტალღების ამრეკლავი ფუნქცია: ხმის იზოლაცია და ბარიერი. 3)„ჩრდილების თამაშის“ უზრუნველყოფა, რამაც დიზაინის ვიზუალური ერთფეროვნების ნიველირება მოახდინა. 4)თვითეცხვა ძლიერი წვიმის დროს - კონუსის ფორმის გამონაზარდები წვეთებს კიდევ უფრო წვრილ წვეთებად შლიდნენ და ფანტავდნენ, რაც საშაულებას იძლეოდა ჩამოერეცხა მთელი ჭუჭყი დ მტვერი ღობიდან. 627 3-ს მოსწონს
|