ამერიკული სერიალის "Gossip Girl" უკვე მეექვსე, ბოლო სეზონი გადის ტელე ეკრანებზე. ეს არის სერიალი, რომელმაც ყველა დეტალებში დაგვანახა მანჰეტენის მდიდარი ახალგაზრდების ცხოვრების და ჩაცმის სტილი.სანამ სცენარისტები ბოლო ეპიზოდებს წერენ, დიზაინერები ყველანაირად ცდილობენ, რომ მეექვსე სეზონი ისევე აკმაყოფილებდეს მაღალი მოდის სტანდარტებს, როგორც წინა 5 სეზონი. ჟურნალმა "Tatler"-მა წარმოგვიდგინა მთავარი გმირების ყველაზე მოდური საღამოს ჩაცმულობები.