x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ციტატები ფილმებიდან, რომლებიც მათ ახლიდან გაყურებინებთ
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.



image




კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.





კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.








თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).





წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული.




დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ციტატებს ფილმებიდან, რომელბიც ამ ფილმებს კიდევ ერხელ გაყურებინებენ.



ციტატები ფილმებიდან, რომლებიც მათ ახლიდან გაყურებინებთ




1. "ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება".image


-ჯადოსნური სახელი გაქვს.
-იცი, ჯოელ, ჯადოქრობა მიდის.
- დიახ. ვიცი.
-რას ვაპირებთ?
- ვᲘსიამოვნოთ მომენტით.





2. "ამელი". image

ბატონო, როცა თითი ზეცისკენ განიშნებს, სულელი თითს უყურებს.





3. "ზაფხულის 500 დღე".image

- ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ ვიცოდი.
- რა იცოდი?
- რაღაც, რაც ალბათ არ ვიცოდი შენთან ერთად.





4. "სადილი ტიფანისთან".image

- ჩემი მოხუცი კატა, მოხუცი ზარმაცია. ზარმაცი, სახელის გარეშე. სახელის დარქმევის უფლება არ მაქვს, ჩვენ ერთმანეთს არ ვეკუთვნით. უბრალოდ ერთ დღეს შევხვდით ერთმანეთს. ამ სამყაროში არაფერი გვეკუთვნის. უბრალოდ, ხანდახან ჩვენ და საგნები ვპოულობთ ერთმანეთს.





5. "ქალის სურნელი". image

-ტანგოში შეცდომები არ არის, დონა. ეს არ არის ცხოვრება. ეს ასე მარტივია, სწორედ ეს არის ტანგოს სიდიადე. თუ შეცდომა დაუშვით, განაგრძეთ ცეკვა და სულ ეს არის.






6. "სექსი დიდ ქალაქში".image

-შეყვარებული მყავს.
-დამშვიდდით, უბრალოდ ვიკითხე ეს სკამი თავისუფალი ხომ არ იყო!






7. "ჭამე, ილოცე, შეიყვარე". image

ტკივილს იმიტომ ვითმენთ, რომ ცვლილებების გვეშინია.





8. "სანაპირო".image

ნუ იტყვით უარს შემოთავაზებებზე, ნუ შეგეშინდებათ შეუცნობელის შეცნობა. იყავით ყოველთვის თავაზიანი და ყოველთვის დროულად წადით. შეხედეთ ყველაფერს საღი გონებით. შეიწოვეთ შეგრძნებები. და თუ გტკივათ, ალბათ ღირებულია.






9. "შემიყვარე, თუ გაბედავ".image

აი რას ნიშნავს იყო ზრდასრული: - გქონდეს სპიდომეტრზე 210, მაგრამ არ გადააწარბო სიჩქარე 60-ს.






10. "ტურისტი".image

- მკვლელობის შესახებ შეტყობინება გინდათ?
- მკვლელობის მცდელობის შესახებ.
-ეს არასერიოზულია!
” არ არის სერიოზული, თუ თქვენ ელოდებით მკვლელობას, მაგრამ თუ თქვენ ელოდებით სადილს თქვენს ოთახში, ეს ძალიან სერიოზულიც კია.”






11. "დასაწყისი".image

რომელია ყველაზე გამძლე პარაზიტი? - ბაქტერია? ვირუსი? ნაწლავის ჭია? იდეა! ეს არის გამძლე და უკიდურესად გადამდები.






12. "ხელშეუხებელნი ანუ 1+1".image

თუ მუსიკის დაკვრისას მასზე არ ცეკვავენ, ეს მუსიკა არ არის.





13. "გონების თამაშები".image

- მსოფლიოში არაფერია, რაც დანამდვილებით შეიძლება იცოდე. ეს ერთადერთია, რაც დანამდვილებით ვიცი.





14. "მებრძოლტა კლუბი".image

ნივთები, რომლებსაც შენ ფლობ, ასევე გფლობენ შენ.





15. "უოლ სტრიტის მგელი".image

-ფული არის მეძავი, რომელსაც არასოდეს სძინავს. ის გაეჭვიანებს. თუ მასზე არ იზრუნებ, ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ სამუდამოდ დაკარგე!





16. "ბნელი უბნები".image

-ნუ დაუშვებთ ყველა ჭკვიანი ადამიანის კლასიკურ შეცდომას: არ იფიქროთ, რომ თქვენზე ჭკვიანი ადამიანი არ არსებობს.





17. "პრესტიჟი".image

უჩვეულო აღმოჩენებს არ პატიობენ არც მეცნიერებაში და არც ინდუსტრიაში.




1
169
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
2023, 23 ნოემბერი, 23:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1