საზოგადოებრივი მეცნიერებმა ახალი გამაახალგაზრდავებელი ნივთიერება აღმოაჩინეს 2023, 7 ნოემბერი, 19:19 ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელსაც გამაახალზრდავებელი ეფექტი აქვს.ამის შესახებ წერს გამოცემა Inderpedent-ი. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევების შედეგებით, ახალგაზრდა ღორის სისხლში აღმოჩენილმა კომპონენტმა E5-მა ზრდასრულ ვირთხებში გაახალგაზრდავების უპრეცედენტო ეფექტი აჩვენა. კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მკვლევრების თქმით, E5 რთული ნანონაწილაკებისგან შემდგარი ნივთიერებაა, რომელმაც საცდელ ვირთხებში სიბერით გამოწვეული შედეგები საშუალოდ 70%-ით შეამცირა. მეცნიერთა მტკიცებით, თუ კვლევის შედეგებს ადამიანებზე გადავიტანთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 80 წლის ადამიანში, გაახალგაზრდავების შედეგად გამოწვეული ეფექტი მკვეთრად, 26 წლის ტოლფასი იქნება "თავდაპირველად რთულად დავიჯერეთ E5-ის გასაოცარი ეპიგენეტიკური გაახალგაზრდავების ეფექტი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კვლევას ამყარებს პარალელური კვლევები, რომლებიც სხვა ლაბორატორიებში ჩატარდა. პრეპარატმა გაანახევრა სისხლის, გულისა და ღვიძლის ეპიგენეტიკური ასაკი. მისი მოქმედება ეფექტიანი იყო ჰიპოთალამუსზეც" – თქვა კვლევის თანაავტორმა სტივ ჰორვატმა. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ჯერ ადამიანებზე არ გამოცდილა, მეცნიერები აქვთ მოლოდინი, რომ მისი ეფექტი ადამიანზეც მნიშვნელოვანი იქნება. მომავალში არსებობს ვარაუდი, რომ ცალკეული დაავადებების მკურნალობის ნაცვლად, გაახალგაზრდავების საშუალებების სისტემატური გამოყენებით შემცირდება დაავადებათა რისკები. 136 4-ს მოსწონს
|