მხატვრობა "24 ათასი ქალის დაუფლება ვერ შეძლო, სამაგიეროდ 24 ათას ნახატს ფლობდა" 2023, 7 ნოემბერი, 18:12
იტალიის ყოფილმა პრემიერმა ნახატებზე 20 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ ნახატების რეალური ფასით და მნიშვნელობით გაცილებით დაბალი აღმოჩნდა.
იტალიის ლეგენდარული პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პრესაში სენსაციური ამბავი გავრცელდა: კავალიერის ნახატების კოლოსალური კოლექცია საფრთხის ქვეშ იყო (მეტსახელი „cavaliere di lavoro“ პოლიტიკოსს თავად იტალიელებმა დაარქვეს მისი დღე და ღამე მუშაობის გამო). ეს იყო დაახლოებით 24 ათასი ნახატი. ბერლუსკონიმ მათ შესყიდვაზე დახარჯა დაახლოებით 20 მილიონი ევრო . ბერლუსკონი მათ წლების განმავლობაში ინახავდა დიდ ფარდულში თავის ვილასთან ახლოს, არკორეში, მილანის ჩრდილოეთით. Il Foglio-ს ჟურნალისტი მიქელე მასნერი იყო პირველი, ვინც გიგანტური კოლექციის არსებობის შესახებ განაცხადა. მის სტატიაში ნათქვამია, რომ ბერლუსკონის მემკვიდრეები დაბნეულები არიან და არ იციან რა მოუხერხონ მემკვიდრეობას. და საქმე ის კი არ იყო, რომ ნახატების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს რაიმე მხატვრულ ღირებულებას და მათი გაყიდვით სერიოზული ფულის შოვნა შეუძლებელია, არამედ საწყობის შენახვა, სადაც ნახატები ინახება ყოველწლიურად ყოფილ პრემიერს 800 ათასი ევრო უჯდებოდა. უფრო მეტიც, რამდენიმე იტალიური გამოცემა იტყობინება, რომ ანგარი სავსეა მწერებით, რომლებიც აზიანებენ ხის მასალას, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკვარული ავეჯი და სურათების ჩარჩოები საფრთხეშია. გაზეთმა La Repubblica-მ გაავრცელა ჭორი იმის შესახებ, რომ კოლექცია შეიძლება, მაგალითად, ხანძარის დროს დაიწვას, ანუ ბერლუსკონის ნათესავები განიხილავდნენ იაფფასიანი ნახატების ამ გზით განადგურებას. მაგრამ მემკვიდრეებმა - პირველი მეუღლის, პირსილვიოსა და მარინას უფროსი შვილებმა - თქვეს, რომ, პირველ რიგში, კოლექციას აქვს ემოციური ღირებულება (მამის ხსოვნა), ამიტომ მის დაწვას არ აპირებენ. ექსპერტების აზრით, დაახლოებით 6-7 ათასი ნახატი ჯერ კიდევ არ არის სრულიად უსარგებლო ასლი. როგორც ხელოვნებათმცოდნე და იტალიის კულტურის მინისტრის მოადგილე ვიტორიო სგარბი იხსენებს, სილვიო ბერლუსკონის ხელოვნების მიმართ გატაცება დიდი იყო, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა და შესაძლოა ინტენსივობითაც კი აღემატებოდა მის ინტერესს მშვენიერი სქესის მიმართ. "24 ათასი ქალის დაუფლება ვერ შეძლო, სამაგიეროდ 24 ათას ნახატს ფლობდა“, - აღნიშნა სგარბიმ. ბერლუსკონიმ ხელოვნების ნიმუშების შეგროვება მრავალი წლის წინ დაიწყო. მაგრამ ბოლო წლებში პოლიტიკოსი ნახატებს აუქციონებზე და ნაცნობი არტ-დილერებისგან ყიდულობდა. ნახატების კიდევ ერთი „მიმწოდებელი“ იყო ღამის ტელემარკეტინგი. ყოფილი პრემიერის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ის მათზე დამოკიდებული უძილობის გამო გახდა, რაც მას წლების განმავლობასი ტანჯავდა. 115 3-ს მოსწონს
|