შიდა ქართლი "2004 წელს კიდევ ერთხელ დავკარგეთ დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი,, ხოლო ჩვენი პოლიციელები სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში დააჩოქეს! "-დავით ქართველიშვილი 2023, 7 ნოემბერი, 17:19 "არანაირი პრობლემა მოლოცვის თუ ერთობლივად ჩატარებულ ქორწილებსა თუ ქელეხებში მონაწილეობის, ცხინვალის გავლით რაჭაში ჩასვლის, ცხინვალიდან თბილისში ჩამოსვლის, გორიდან როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზში გამგზავრების - 2004 წლის ზაფხულამდე ა რ ი ყ ო!!! მაისის ბოლოში ჩამოვიდა თბილისში სამი დღით გენერალ-პილკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო და მერე დაიწყო ის რაც დაიწყო. ეს მოცემულობა ორივე მხარეს არ აწყობდა: არც რუსეთს და არც ნაცებს! დღეს ამის დავიწყებას ცდილობენ, მაგრამ ამის დავიწყება არ გამოვა! ჩვენ 2004 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დავკარგეთ დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩვენი პოლიციელები სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში დააჩოქეს! ყველა - იმდროინდელი ოპოზიციიდან დაწყებული გაერო-თი დამთავრებული აფრთხილებდნენ ნაცებს: მსგავსი სისულელე აფხაზეთის მიმართ მაინც არ გაიმეოროთ!!! მაგრამ 2006 წლის "კოდორის პროვოკაცია" მაინც განახორციელეს - და აქაც სასწაული თანხვედრა მოხდა რუსეთისა და ნაცების ერთობლივ ინტერესებში! 2008 წელი და საქართველოს ოკუპაციის გაფორმება, საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება ამ ოკუპაციის გამომწვევი ომის დაწყებაში - ასევე შედიოდა რუსეთის და ნაცების ერთობლივ გეგმებში! ამის დავიწყებას ვერავინ გვაიძულებს! ქართველი გუბერნატორები ჩვენი გმირების წამებით მოკვდინების ბრძანების გამცემი გენერლების მძღოლებად მუშაობდნენ "დასავლეთის" და "აღმოსავლეთის" ფრონტებზე და მათ დაპურების საქმეში ოფიციანტობას უწევდნენ - ეს რატომ და როგორ უნდა დავივიწყოთ??? რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! მკვლელია ის რუსი ოკუპანტი - აბა ვინაა? მსხვერპლია, თანაც მერამდენე - თამაზი გინტური! მაგრამ!!! მის მკვლელობაში თანამონაწილეა ის ძალა - ვინც ეს მკვლელები ჩვენს სახლში შემოუშვა! დღეს ჩვენ გვიწევს ამ უსამშობლო მავნებლების მიერ დატოვებულ უმძიმეს მემკვიდრეობასთან გამკვლავება. დღეს იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა! წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ამ დანაშაულებრივი "ნაც-რუსეთის" ტანდემი არ გაჩერდება!!!"-ეერს სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი. 116 2-ს მოსწონს
|