x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეგეთი რამე მიხოი რო გეეკეთებინა, დღეში ცხრაჯერ გასჭრიდა ლენტასა.. უკან თავის აბუეტებ დაიყენებდა და ლექსსაც იტყოდა"-გელა ზედელაშვილი

image

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ლილო-კახეთის მიმართულებით გახსნილ ახალ ავტობანის მონაკვეთს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:


აკარაკ “ნაცებ'' არ გააგებინოთ!
ეგე, აკი საერთოდ არაფერი კეთდებაო?
ლილოდან კახეთის მიმართულებით, ერთ მონაკვეთზე, იგეთი ავტობანი გაუხსნიათ, იმი დედა ვატირე, უნდა იდგეთ და მარტო უყუროთ... იგეთი მაგარი და ლამაზია, გავლაც კი დეგენანებათ.
ეგეთი რამე მიხოი რო გეეკეთებინა, დღეში ცხრაჯერ იკრამდა ინთილაი, დღეში ცხრაჯერ გასჭრიდა და გამოსჭრიდა წითელ ლენტასა... უკან თავის აბუეტებ დაიყენებდა და ლექსსაც იტყოდა: იყო ერთი მეფე, ღვთისაგან სვიანი, უხვი, მაღალი, დაბალი, მოქეიფე და ძღვნიანი... თან დასძენდა, ჩემმა დიდმა ბაბუამ დაწერა ჩემზე მოცალეობის ჟამსაო.
image

აი, ამათ კიდე გახსნეს და ხმაც არ ამოუღიათ, ვითომც არაფერი მამხდარა, ვითომც არაფერი გაუკეთებიათ.
არადა, ჯერ სადა ხართ? ეს დაახლოებით ვაზიანის მისადგომებამდეა გახსნილი, ავტობანი წნორამდე კეთდება, ჯერ იქნება საგარეჯომდე, მერე წნორამდე.
ძაან კარგია, ჩემმა მზემ!
ჩვენც დავისვენებთ და ტრაილერი შოფრებიც... ეხლა, ვერ გეტყვით, ზოგიერთი თუქსუსი აღარ წაიმტვრევს კისერსა-მეთქი, მაგრამ ამდენი გადავარდნები და ზინყზე დაცემები აღარ იქნება, მაგი პირობაი გაძლევთ.
image

ერთი რა მაგი პასუხია... სიღნაღელები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს: პატივცემულო სამინისტროვ, “პრავები'' გაცემაზე ამდენს რომ წვალობთ, რათ გინდათ? ჩამაიყვათ გამოსაცდელები წნორში, თუ აქ გაიარეს დაუმტვრევლად, ეგრევე დაურიგეთ “პრავები''.
ისე, ჩვენში დარჩეს და... ამ პატარა წნორში იგეთი თავ-პირიმტვრევაა, გეგონება სადღაც ოქროი ზოდებია დაქუჩებული და ყველანი იქ გარბიან... ეს პატრული კიდე გაივლის, გამაივლის, გაივლის, გამაივლის, ვითომც არაფერი.
ჰოდა, გირჩევთ, ქაოსი საჩვენოდ გამოვიყენოთ, “პრავი'' ასაღები გამოცდები აქ ჩავატაროთ.
რავი, დაფიქრდით, მგონი ღირს ამ მიმართულებით ჩაღრმავება.
image

მოკლედ, მართლა მაგარი ავტობანი კეთდება კახეთის მიმართულებით და თავიდანაც გითხარით, აკარაკ “ნაცებ'' არ გააგებინოთ-მეთქი... არა, მაგათ მაგ ტრასაზე გავლას ვერავინ დაასწრებს, სუ თოხარიკითა და კუნტრუშით ივლიან დედოფლისწყაროსკენ, “კაკაშას'' გადასაღებად, მაგრამ არ შეიმჩნევენ, მაინც იგეთი გამობენტერებული გამომეტყველება ექნებათ, გეგონება მიხაიდროინდელ დაკერებულ გზებზე დაბლაყუნობენ.
მა რაააა, მა ნირსა და ზნე-ჩვეულებაი ხო არ შაიცვლიან?!"-წერს გელა ზედელაშვილი.
0
368
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0